"თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს" - მიტევების კვირა დაიწყო

forgive

მიტევების კვირა დაიწყო, განსაკუთრებული კვირეული დიდი მარხვის წინ. მიუტევებ - მოგეტევება; ასეთი მარტივი და რთული ჭეშმარიტება იშვიათად არსებობს. ჩვენ ყოველდღე ვთხოვთ უფალს მთავარ ლოცვაში - "მამაო ჩვენოში", მოგვიტევე, როგორც ჩვენ მივუტევეთო. დიდმარხვაც სწორედ მიტევებით იწყება, რამეთუ ამის გარეშე ამაოა ყველა ჩვენი ნაბიჯი. 
 

აი, რას ამბობდნენ წმინდა მამები მიტევებაზე:

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
/წმ. ეფრემ ასური/
 

თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.
/წმ. იოანე ოქროპირი/
 

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.
/წმ. ანტონი დიდი/
 

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
/წმ. ისააკ ასური/
 

ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი, კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.
/აბბა ევაგრი/
 

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება./აბბა ისაია/