თუ ქორწინება არ შედგა, ხოლო თქვენ საჩუქრები უკვე მიიღეთ - გაიძულებთ თუ არა კანონი საჩუქრების უკან დაბრუნებას?

ნიშნობა

საქორწინო გარიგებებს, მათ შორის ნიშობას კანონმდებლობა არეგულირებს, მათ შორის იმ შემთხვევასც, თუკი ნიშნობის შემდეგ ქორწინება არ შედგა, ვის რჩება ბეჭედი ან საჩუქრები? ამ კითხვას პასუხს ახალგაზრდა იურისტები სცემენ ფეისბუქ გვერდზე "სამართალი მარტივად" .

"ნიშნობა არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. მეტიც, თუ თქვენი მეორე ნახევარი უარს გეუბნებათ ქორწინებაზე, თქვენ მას ვერ აიძულებთ სასამართლო გზით ამის გაკეთებას. 

შეიძლება ითქვას, რომ ნიშნობა უბრალოდ დაპირებაა, რომელსაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უბრუნდებათ.“ - განმარტავენ იურისტები.