92 წლის რუბერტ მერდოკმა ნიშნობა გააუქმა - გაიგეთ მიზეზი

რუპერტ მერდოკი

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ 92 წლის მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება. მილიარდერის რჩეული ამჯერად 66 წლის ენ ლესლი სმიტია. მერდოკმა საყვარელ ქალს ერთ მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. წყვილი ზაფხულის ბოლოს გეგმავდა გრანდიოზული ქორწილის გადახდას. მედია აქტიურად წერდა, რომ მერდოკის შვილები წინააღმდეგნი იყვნენ ამ ქორწინების.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ნიშნობა გააუქმა. ინიციატორი თავად ლესლი სმიტი გახლდათ.

„ენი ვერ ეგუებოდა საზოგადოების ასეთ დიდ ყურადღებას. ის საკუთარ თავში ჩაკეტილია და პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ისინი მშვიდად დასხდნენ და გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა ერთმანეთს დაშორებოდნენ“,