"41-ის შემომხაზველი ნარკომომხმარებლები, რომლებმაც უპირობო ნდობა გამოუცხადეს მთავრობას, ახლა ცოტათი იტყიპებიან მთავრობის მიერ" - იაგო ხვიჩია პრემიერის ინიციატივაზე

iago xvichia

,,ის ხალხი, ე.წ. ბენეფიციარები, რომლებიც ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან, რაღაცნაირად მეტის ღირსებიც არიან, რადგან თვითონ მიანიჭეს "ქოცებს" ასეთი ტიპის ლეგიტიმაცია, თვითონ იძახეს ის, რომ "41-ს თუ არ შემოვხაზავთ, კიდევ უარესად იქნება საქმე"- ო," - ასე გამოეხმაურა "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იმის შესახებ, რომ სრულად აიკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად".

"ამ პროცესს ვხედავთ ახლა - 41-ის შემომხაზველი ნარკომომხმარებლები, რომლებმაც უპირობო ნდობა გამოუცხადეს მთავრობას, ახლა უბრალოდ ცოტათი იტყიპებიან მთავრობის მიერ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.