1741782778
წითელი მეუღლისთვის, ვარდისფერი ... - ეტიკეტის ექსპერტის მოსაზრება, ვისთვის როგორ აირჩიოთ და აჩუქოთ ყვავილები 8 მარტს

თაიგულის ჩუქების წესები არსებობს. ეტიკეტის ექსპერტები რჩევები გამოგადგებათ, როცა ქალებს 8 მარტს მიულოცავთ.
პირველ რიგში, თაიგულს უნდა მოაცილოთ ყველა „ტექნიკური“ შეფუთვა (ქაღალდი, ჩანთები), გადაყაროთ იგი და წარმოადგინოთ თაიგული საბოლოო, ლამაზი, ესთეტიკური სახით. თაიგული უნდა გეჭიროთ მარჯვენა ხელში. ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია არის, როცა კოლეგას ან ჩვენზე მაღალი სტატუსის მქონე ადამიანს ვაჩუქებთ თაიგულს - თაიგული არ ჩაიხუტოთ, ხელის ჩამორთმევა საკმარისი იქნება, თუ ატმოსფერო იძლევა საშუალებას. თუ თაიგულს ვაჩუქებთ საყვარელ ადამიანს - მეგობარს, დედას, მეუღლეს - მაშინ, თაიგულის მიცემისას შეგვიძლია ჩავეხუტოთ და ვაკოცოთ ადრესატს.
ექსპერტის აზრით, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფერთა პალიტრასაც. ასე რომ, წითელი ყვავილები შესაფერისია ძალიან ახლო ადამიანისთვის - ცოლისთვის, შეყვარებულისთვის. ყვითელი არის ფერი, რომელიც თავიდან უნდა აიცილოთ საქმიან თაიგულებში. ღირს უპირატესობა მიანიჭოთ ნეიტრალურ ფერებს - მუქ, პასტელურ ტონებს, ნაზ ვარდისფერს. რაც უფრო ახალგაზრდაა გოგონა, რომელსაც აჩუქებთ თაიგულს, მით უფრო დელიკატური უნდა იყოს ფერები.
8 მარტს ბევრი მამაკაცი მიულოცავს დედებს, ცოლებს, დებს, ქალიშვილებს, შეყვარებულებს და კოლეგებს ქალთა საერთაშორისო დღეს. ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი, რა თქმა უნდა, ყვავილებია.