თაღლითურმა ჯგუფმა ახალი სქემით მოქმედება დაიწყო - როგორ დავიცვათ თავი მათგან

ფულის გამოძალვა

ბოლო პერიოდში კიბერდამნაშავეებმა ახალი სქემები შეიმუშავეს, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებაზეა დაფუძნებული. შეთავაზებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე ათავსებენ, იმდენად რეალურს ჰგავს, რომ შეიძლება მათ სიყალბეში ეჭვიც არ შევიტანოთ.

ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს დეტალებს, როგორ მუშაობს ახალი თაღლითური სქემა

სქემა, რომელიც კიბერდამნაშავეებმა ასევე ბოლო პერიოდში შეიმუშავეს, გადახდების საშუალებით სხვისი საბანკო მონაცემების მითვისებაა, ოღონდ ამჯერად უფრო „დახვეწილი“ გზით. კერძოდ, კლიენტებს ეგზავნებათ SMS შეტყობინება, რომელიც სხვადასხვა სერვისის დავალიანებას ატყობინებთ, მაგალითად, „საქართველოს ფოსტის“ ან NETFLIX-ის გადასახადი. მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, სადაც გადახდის მიზნით შეჰყავს თავისი პირადი ინფორმაცია და ასე ებმება მახეში. კიბერთაღლითი მომხმარებლის პირად მონაცემებს ამ გზით იპარავს, შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ, ის ამ კოდსაც აზიარებს, კიბერდამნაშავე კი ელექტრონულ საფულეში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოსტერმინალებზე თუ ვებგვერდებზე. ეს სქემა ძველებთან შედარებით კიდევ უფრო „დახვეწილი“ და ჩახლართულია.

ამასთან, ისევ „აქტუალურია“ ძველი სქემებიც და ნებისმიერი შეთავაზებით დაინტერესებისას ან ნებისმიერ ბმულზე გადასვლისას, აუცილებელია, კიბერთაღლითთა მეთოდებზე წინასწარ იყოთ ინფორმირებული:

ყალბი გათამაშებები, აქციები, ფასდაკლებები და ა. შ.

ინტერნეტთაღლითები თანხის მითვისების აღნიშნულ მეთოდს უკვე წლებია იყენებენ, თუმცა მახეში დღესაც ათასობით მომხმარებელი ებმება.

საქართველოში კიბერთაღლითები ცნობილი და სანდო კომპანიების სახელით სოციალურ ქსელებში ათავსებდნენ გათამაშებებს, მაგალითად, სახელით „საჩუქრები მობილბანკში“, რომელში მონაწილეობისთვისაც მომხმარებელი ბმულზე უნდა გადასულიყო და თავისი საბანკო მონაცემები შეეყვანა, შედეგად კი ანგარიშებზე არსებულ თანხას კარგავდა. ასევე, აქტუალური იყო გათამაშება „საქართველოს ფოსტის“ სახელით, რომლის მსხვერპლიც არაერთი ადამიანი გახდა.

ამგვარი შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია ის. მაგალითად, იაფი ინტერნეტპაკეტების რეკლამის ნახვისას დაუკავშირდით ოპერატორს და დააზუსტეთ თუ გთავაზობენ ამგვარ აქციას ან დაუკავშირდით ბანკს და მიიღეთ ინფორმაცია, ატარებენ თუ არა გათამაშებებს და სხვა. თუ ინფორმაციის მოძიებას ვერ ახერხებთ, სჯობს საეჭვო ბმულებზე არ გადახვიდეთ. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი სქემები განსაკუთრებით „აქტუალური“ ხდება დღესასწაულებზე, როცა აქციები და ფასდაკლებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნახეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სასიყვარულო მრავალკუთხედი სასტიკი მკვლელობით დასრულდა - შემზარავი ისტორიის დეტალები

👉 „ვფიქრობ, წელს სწავლას თავი დავანებო და ოჯახს ფინანსურად დავეხმარო“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელი იყო

👉 როგორ განვითარდება სასიყვარულო მოვლენები 22-28 მაისის პერიოდში