სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
მომღერალ დიანა ღურწკაიას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ როგორც რუსეთი, ასევე საქართველო შეძრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, წარმოშობით ქართველი მომღერლის თვალები მისი მეუღლე იყო.
ტრაგედიამდე 2 დღით ადრე დიანამ Instagram-ზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა და საკუთარი განწყობა გაგვიზიარა.
„სეზონი - გაზაფხული, განწყობა - ზაფხული!“ - დაწერა მომღერალმა. აღნიშნულ პოსტზე ახლა სამძიმრის წერილებს იღებს.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსული გამოცემის ცნობით, კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. იგი რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა
პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909