გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
იცით, რომ არსებობს სეზონური დეპრესია; ეს განსაკუთრებით საგრძნობია შემოდგომის დასაწყისში და მით უფრო მაშინ, თუ შემოდგომა წვიმებითა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით იწყება;
შემოდგომის დეპრესია არის სეზონური ემოციური აშლილობა; ამ დროს იმატებს დეპრესიული განწყობა, შფოთვა, აპათია; მოკლედ, თავს ცუდად ვგრძნობთ;
ახასიათებს შემდეგი სიმპტომები - ძილის დარღვევა (უძილობა), პრობლემებზე კონცენტრაცია, გაღიზიანება, ცხოვრებისადმი ინტერესის კლება;
ექიმები სევდიანობის მიზეზად ორგანიზმში ვიტამინების ან მიკროელემენტების ნაკლებობას ასახელებენ. ვიტამინი B12-ის ან B9-ის ნაკლებობის დროს შეიძლება განვითარდეს ანემია — ჟანგბადოვანი შიმშილი.
შემოდგომის სევდის მიზეზი შეიძლება ჰორმონალური დარღვევებიც იყოს; ექიმები თანხმდებიან, რომ შემოდგომის დეპრესიის ძირითადი მიზეზები არის ჰორმონალური ცვლილებები, რომელსაც სხეული განიცდის სეზონების ცვლილებისა და მოკლე დღის საათების გამო. უპირველეს ყოვლისა, სისხლში მელატონინის დონე იზრდება. ეს ჰორმონი, სხვა თვისებებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, იშლება სინათლის გავლენის ქვეშ, გროვდება, ეს იწვევს ძილის დარღვევას. მელატონინი ასევე არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ზრდის ჰორმონის რაოდენობას, რაც იწვევს იმ ფაქტს, რომ ადამიანი ცდილობს ენერგიის ნაკლებობა მაღალკალორიული, ცხიმიანი და ტკბილი საკვებით აინაზღაუროს; სწორედ ამიტომ შემოდგომის დეპრესია ხშირად წონის მატებით გვირგვინდება.
თუ ანალიზებმა გიჩვენათ, რომ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ;
უნდა სცადოთ დღისით იმუშაოთ ფანჯრის გვერდით, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის განათებას. ტანსაცმლის ღია ფერები გაგახალისებთ;
და აუცილებელია ჰაერზე ფეხით სიარული; ჯანსაღი კვება, ჰობის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უყურეთ პოზიტიურ ფილმებს, იკითხეთ წიგნები. ამ დროს უპირატესობას ანიჭებენ ტანინებით მდიდარ მაღალხარისხიან წითელ ღვინოს. და მაინც - მოძრაობა, ფეხით სიარული სასიცოცხლო ტონუსსაც აგიმაღლებთ და თქვენი დეპრესიაც უკან დაიხევს;
ასევე დაგაინტერესებს:
"მისი რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის, მკერდის, ფილტვის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს; მეცნიერები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ მას" - რომელ მკურნალ პროდუქტზეა საუბარი?
რატომ ვერ ვიკლებთ წონაში შიმშილის დროს? - გამოცდილი ფიტნესინსტრუქტორის რჩევები
გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი დიეტა, რომლის გამოც ავტორს ნობელის პრემია მიენიჭა