შეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან გულის დაავადებების გენი - გენეტიკოსის კომენტარი

გენეტიკოსი

შეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან გულის დაავადებების გენი - გენეტიკოსი, მედიცინის დოქტორი მაკა ჭიპაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" თემაზე ვრცლად საუბრობს:

„გვაქვს როგორც გენეტიკურად განპირობებული, ასევე შეძენილი დაავადებები. ამ შემთხვევაში, გენეტიკურად განპირობებულ დაავადებებზე ვსაუბრობთ. ონკოლოგიური დაავადებების, დაახლოებით, 10% გენეტიკურად განპირობებულია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული - ძუძუს კიბოს გენი თუ აქვს ადამიანს, დაახლოებით, 40-50% შემთხვევებში, კიბოს განვითარების რისკი მაღალია. ხშირი სკრინინგი და იმ ფაქტორების თავიდან არიდება, რაც ძუძუს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს, მნიშვნელოვანია

მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, შეიძლება, გენეტიკურად განპირობებულიც იყოს და არაგენეტიკურად განპირობებულიც. როდესაც გენეალოგიურ ანალიზს ვატარებთ და გამოვიკითხავთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ პაციენტის ყველა თაობას გულის პრობლემები აწუხებდა. ძირითადად, თუ გენეტიკურად განპირობებულია, ადრეული გამოვლინება ახასიათებს ხოლმე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიდან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიაა აღსანიშნავი, რომელიც საკმაოდ მაღალი სიხშირითაა გავრცელებული".

ვრცლად: