დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს 10%-დან 41%-მდე ტარიფებს 69 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის ევროკავშირიდან.
ყველა ქვეყნისთვის ახალი გადასახადები შვიდი დღის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა კანადისთვის შეზღუდვები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტარიფების მიზანია სავაჭრო დეფიციტის შემცირება.
ყველაზე მაღალი ტარიფები დაუწესდა სირიას – 41%, ლაოსსა და მიანმარს- 40%, თუმცა ეს ქვეყნები აშშ-ის იმპორტის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ.
ამასთან, კანადისთვის ტარიფები 25%-დან 35%-მდე გაიზარდა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ტრანზიტული საქონელი დაიბეგრება 40%-ით.
ტარიფების სრული სია ასე გამოიყურება:
10% – ბრაზილია, ფოლკლენდის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი;
15% – ავღანეთი, ანგოლა, ბოლივია, ბოტსვანა, კამერუნი, ჩადი, კოსტა-რიკა, კოტ-დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, ეკვატორული გვინეა, ფიჯი, განა, გაიანა, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, იორდანია, ლესოთო, ლიხტენშტაინი, მადაგასკარი, მალავი, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ნაურუ, ახალი ზელანდია, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა-ახალი გვინეა, სამხრეთ კორეა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე;
18% – ნიკარაგუა;
19% – კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, პაკისტანი, ფილიპინები;
20% – ბანგლადეში, შრი-ლანკა, ტაილანდი, ტაივანი, ვიეტნამი;
25% – ბრუნეი, ინდოეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, ტუნისი;
30% – ალჟირი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
35% – ერაყი, სერბია;
39% – შვეიცარია;
40% – ლაოსი, მიანმარი;
41% – სირია;
ამასთან, ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობას 15%-იანი ტარიფი დაუწესდება.
წარადგინა. გარდა ამისა, WB-ის კვლევის თანახმად, საქართველოსთვის სიჩქარის ტესტის შედეგების 93%-მა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარე აჩვენა, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი სომხეთისთვის - 80%, აზერბაიჯანისთვის - 90%, მოლდოვასთვის - 43%, ხოლო უკრაინისთვის - 74% იყო. მსოფლიო ბანკის სპეციალისტის შეფასებით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს.
კერძოდ, 2025 წლისთვის, „ოუფენ ნეტის“ ინფრასტრუქტურის გამოყენებით, უკვე 12 ინტერნეტ პროვაიდერი და 2 მობილური ოპერატორი აწვდის მომსახურებას 60,000-ზე მეტ მოსახლეს და 100-ზე მეტ სკოლას 12 ლოკაციაზე. გარდა ამისა, 2021 წლიდან 2025 წლამდე, აღნიშნული 12 ლოკაციიდან 10-ში, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის საშუალო ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 10%-ს შეადგენს, მნიშვნელოვნად აღემატება: აბაშა - 39%, ამბროლაური - 85%, ბაღდათი - 27%, ჩოხატაური - 6%, ქობულეთი - 15%, ლენტეხი - 64%, ონი - 84%, ოზურგეთი - 14%, სამტრედია - 4%, ტყიბული - 36%, ცაგერი - 58%, წყალტუბო - 14%.
მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარის გამოწვევებზე ნათლად მიუთითებს საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების, ასევე, ფინანსური და საჯარო ინსტიტუტების ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების შედეგებიც. კერძოდ, იურიდიული პირი აბონენტების ინტერნეტ მომსახურების სიჩქარეები უმეტესად არ აღემატებოდა 30 მბ/წმ-ს. ევროკავშირში დადგენილი სტანდარტის მიხედვით კი, აღნიშნული ინსტიტუციები მინიმუმ 1 გბ/წმ-იანი კავშირით უნდა სარგებლობდნენ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ 2024 წლის მდგომარეობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი მედიანური სიჩქარე - 29 მბ/წმ - თბილისში დაფიქსირდა და 2021 წლიდან წელიწადში საშუალოდ 13%-ით იზრდებოდა. ხოლო რეგიონებიდან სიჩქარის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, რამაც 39% შეადგინა და 2021 წელს 8 მბ/წმ-დან 22 მბ/წმ-მდე გაიზარდა. საგულისხმოა, რომ 2024 წელს ფიქსირებული ქსელის მსხვილმა ოპერატორებმა გაზარდეს აბონენტებისთვის მიწოდებული ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარეები და ყველაზე მეტად მოხმარებადი 30 მბ/წმ-იანი პაკეტი 50 მბ/წმ-იანით ჩაანაცვლეს, თუმცა, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება.
გარდა ფიქსირებული ინტერნეტისა, კვლევა მოიცავდა მობილური ინტერნეტის მომსახურების ანალიზსაც, რომლის მიხედვით, მობილური ინტერნეტის სიჩქარეები 2024 წლის ბოლო პერიოდიდან მკვეთრი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც ComCom-ის მიერ, 5G აუქციონის სამჯერ ჩატარებითა და სამივე მსხვილი ოპერატორის მიერ 5G ტექნოლოგიის დანერგვით არის განპირობებული. შესაბამისად, განსხვავებით ფიქსირებული ინტერნეტის შედეგებისგან, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია. ამას მოწმობს ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომსახურების წლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა თბილისსა და რეგიონებში 2021-2024 წლამდე 53% შეადგინა, მაშინ, როდესაც ფიქსირებული მომსახურებების შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 17% იყო.
მსოფლიო ბანკის გუნდმა კვლევა კომპანია Ookla-ს მიერ შეგროვებული ინტერნეტ მომსახურების სიჩქარის ტესტის მონაცემების გამოყენებით განახორციელა. ანალოგიური ანალიზი საქართველოს გარდა უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში ჩატარდა. ანალიზი ეყრდნობა 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდში ჩატარებული 7 მილიონი ტესტის მედიანურ მაჩვენებლებს როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებებისთვის.
შეხვედრაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან ერთად, კომუნიკაციების კომისიის, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის „ოუფენ ნეტის“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში სოლიდარობის ფონდი პლ-ის (SFPL), ასევე, საქპატენტისა და „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.