საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?

tv

თუ თქვენც გიყვართ ჩართული ტელევიზორის წინ ძილი, აუცილებლად წაიკითხეთ... 

 


 
მაინც, რატომ იწვევს ჩართული ტელევიზორის წინ წოლა ძილიანობას:

1. სატელევიზიო გადაცემა მაყურებლის ერთგვარ ჰიპნოზს ახდენს.

2. მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის დაღლილობა. ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ადამიანი მშვიდ ატმოსფეროში ეფლობა და ტვინი თანდათან წყვეტს რეალობის ასახვას.

3. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰორიზონტალური მდებარეობა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები კი დროთა განმავლობაში აყალიბებენ ერთგვარ ჩვევას.

საზიანოა თუ არა და რატომ?

არსებობს მოსაზრება, რომ ტელევიზორი ძილის ხარისხს აუარესებს. ეს იმით აიხსნება, რომ ეკრანიდან მომდინარე ცისფერი ნათება აფერხებს ძილის ჰორმონის მელატონინის გამომუშავებას და ღრმა ძილში შესვლას.

ცნობისათვის - მელატონინი პასუხს აგებს ჯანსაღ ძილზე და ეს ჰორმონი დაბინდების შემდეგ გამომუშავდება ენდოკრინული ჯირკვლიდან - ეპიფიზიდან. მელატონინი ხელს უწყობს არამარტო ჩაძინებას, არამედ ძილის უწყვეტობას და ძილის ფაზების სწორ მონაცვლეობას.

მელატონინის გამოყოფას ხელს უშლის ნებისმიერი სახის შუქი - ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერის...

როგორ გადავეჩვიოთ ტელევიზორის წინ დაძინებას?

თუ თქვენ წლების განმავლობაში მიეჩვიეთ ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინებას და კარგად გამოძინებასაც ახერხებთ, საეჭვოა, ეს ჩვევა ვინმემ შეგაცვლევინოთ, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ღამე მოუსვენრად გძინავთ, მაშინ გირჩევთ:

1. პირველ რიგში, ტელევიზორზე ტაიმერი დააყენოთ. ამგვარად, ჩართული ტელევიზორის წინ მთელი ღამის ნაცვლად, იმ დროის გატარება მოგიწევთ, რამდენსაც პარამეტრებში მიუთითებთ.

2. კარგი იქნება, ტელევიზორის ყურება წიგნის კითხვით ჩაანაცვლოთ.

3. ან სცადეთ ტელევიზორის ყურება სასიამოვნო მელოდიის მოსმენით ჩაანაცვლოთ. ის ტელევიზორის მსგავს ეფექტს ქმნის, მაგრამ ნაკლები ზიანის მოყენება შეუძლია.