დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჰოლივუდის დიეტა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიეტაა და ხშირად რაციონში ზღვის პროდუქტების სიმრავლესა და ეგზოტიკური ხილის ჩართულობას მოითხოვს. ამ დიეტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ კალორიებს არ ითვლით.
7დღის რაციონი კი ასე გამოიყურება:
პირველი დღე:
პირველი კვება - 1 თეფში სეზონური ხილის სალათა;
მე-2 კვება - 150-200 გრ მოხარშული თეთრი თევზი. ასევე მოხარშული ყაბაყი. 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ან ყავა.
მეორე დღე:
პირველი კვება - რბილად მოხარშული კვერცხი, ფორთოხალი, 1 ფინჯანი ყავა;
მე-2 კვება - 150 გრ ხბოს ხორცი (მოხარშული), სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი.
მესამე დღე:
პირველი კვება - 100 გრ ნატურალური იოგურტი კენკრით, ქათმის ბულიონი.
მე-2 კვება - 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, ბოლოკის, კიტრისა და კომბოსტოს სალათა.
მეოთხე დღე:
პირველი კვება - ფორთოხალი, ძმრით შეზავებული სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი ან წყალი.
მე-2 კვება - მაგრად მოხარშული კვერცხი, 140 გრ უცხიმო ხაჭო, 100 გრ გახეხილი სტაფილო, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი.
მეხუთე დღე:
პირველი კვება - ქათმის კვერცხის ომლეტი, პომიდორი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ფინჯანი ყავა.
მე-2 კვება - 150 გრ ორაგული, ახალი კიტრი, 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი.
მეექვსე დღე:
პირველი კვება - 2 ცალი ციტრუსოვანი ხილი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი , 3 ცალი ახალი ბოლოკი, 40 გრამი კაკალი, 1 ფინჯანი ყავა.
მე-2 კვება - მოხარშული ქათმის მკერდი, 3 ბოლოკი, საშუალო ზომის პომიდორი, მოხარშული ისპანახი,გრეიპფრუტი.
მეშვიდე დღე:
პირველი კვება - 2 კვერცხის ცილა ( მოხარშული), 100 გრ მოხარშული ნიახური, ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი.
მე-2 კვება - მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეული.