გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
ორი ათასი ამერიკელის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიეტის დაცვის შემდეგ, ადამიანები უბრუნდებიან თავიანთ კვებით ჩვევებს. ყოველი ხუთი რესპონდენტიდან სამი, ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა დიეტის დაცვას. ამასთან კვლევის მონაწილეთა გამოკითხვით, მათ საშუალოდ, ხუთი მსგავსი მცდელობა ჰქონდათ.
მათგან, ვინც სწორ კვებაზე გადასვლას ცდილობდა, 79% -მა აღიარა, რომ საბოლოო ჯამში დაუბრუნდა ძველ კვებით ჩვევებს.
შემთხვევათა ნახევარში ადამიანებს დიეტის დაცვას აიძულებდა ფიზიკური სიჯანსაღის სურვილი (ასე უპასუხეს რესპონდენტების 50%-მა), გახდომის სურვილი ჰქონდა 48%-ს.
რაც შეეხება მიზეზებს, რომლის გამოც ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მონაწილეთა გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ სასარგებლო საკვების მომზადების დრო. მიზეზთა შორის დასახელდა ასევე უნებისყოფობა, ირგვლივ მყოფების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა და მავნე ჩვევების გადალახვის სირთულეები.
წყარო: mkurnali.ge