სასარგებლო რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ახალი წლისთვის ყველაფრის წინასწარ მომზადებაში

სუფრის დეკორი

ახლოვდება ჯადოსნური დრო, როცა აღმოჩნდება, რომ არაფრის გაკეთების დრო არ გაქვთ და ყველაფერი ადრე უნდა მოგემზადებინათ. ჩვენ გეტყვით, როგორ გააწყოთ საახაწლო სუფრა დაუჩქარებლად.
 
ნივთები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ:
მთავარი დეტალი (მაგალითად, ფიჭვის ტოტების თაიგული, მინი ნაძვის ხე, პუანსეტია ქოთანში, საშობაო ორნამენტი);
ლანგარი, სასურველია მრგვალი, მაგიდის ცენტრში კომპოზიციის შესაქმნელად;
სუფრის ტილო;გირლანდების ნაკრები LED განათებით;
საშობაო ბურთები, გირჩები, გირლანდები, მძივები და სხვა დეკორი.

ჭურჭელი

თეფშები, ჭიქები და ღვინის ჭიქები: შამპანურის, ღვინის ან სხვა სასმელებისთვის. ცალკე წყლისთვის;

დანა-ჩანგლის ნაკრები: ჩანგალი ძირითადი კერძებისთვის და ჩანგალი დესერტისთვის, ჩაის კოვზი.

სადღესასწაულო სუფრის გაფორმება ყოველთვის სუფრის არჩევით იწყება. სუფრა უნდა შეარჩიოთ თემის მიხედვით. ბევრ ადამიანს, ვისაც ჰოროსკოპის სჯერა, ცდილობს სუფრის გაფორმებას წლის ასტროლოგიური რჩევების შესაბამისად. მაგალითად, 2024 წელს შესაფერისია წითელი, მწვანე, თეთრი და ოქროსფერი ტონები.

კომპოზიციის შექმნისას გაითვალისწინეთ ობიექტების სიმაღლე. მაგალითად, შეგიძლიათ მოათავსოთ ყვავილები მაღალ ლარნაკში, მათ გვერდით კი საშუალო ზომის მინი ნაძვის ხეები მოათავსოთ. გარშემო დააწყოთ საახალწლო ბურთები, გირჩები. სხვადასხვა სახის წვრილმანი დეკორი დაბალ ლარნაკებში ჩადოთ, ან უბრალოდ დააწყოთ სუფრაზე. ეს შეიძლება იყოს კენკრის ტოტები. დეკორი ჯადოსნურად გამოიყურება, თუ გარშემორტყმული იქნება LED განათებით. ასევე, შესაფერისია შანდლები და სანთლები.

ასევე ნახეთ:

VIDEO: რატი დურგლიშვილის ზღაპრულად მორთული სახლი - ნახეთ, საახალწლო ინტერიერი

შეასრულეთ ეს რჩევა 26 დეკემბრამდე და 2024 წელს წარმატებას და იღბალს მოიზიდავთ