თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა.

გლობალური მასწავლებლის 2024 წლის პრესტიჟული ჯილდო თელავის N5 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა მიიღო.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2024 წლის კონკურსი დუბაიში ჩატარდა და თელაველი პედაგოგი 65 ქვეყნის 1486 წარმომადგენლიდან, 50 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა.

ზეინაბ კაკალაშვილი, 34 წელია პედაგოგიურ საქმიანობას თელავის საჯარო სკოლებში ეწევა.გლობალური მასწავლებლის ჯილდოს 2015 წლიდან, ვარკის ფონდი გასცემს და მისი რაოდენობა, ყოველწლიურად 1 მილიონ დოლარს შეადგენს.