იცოდით, რომ ამ ფილმში 23 წლის თემურ წიკლაური თამაშობს? - მომღერალს 79 წელი შეუსრულდებოდა
1737559287
არჩევნები უნდა დაინიშნოს ერთადერთ შემთხვევაში, თუ მაგალითად 300 000 ხმა გაყალბდა და 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება არ წარმოუდგენია დღემდე არავის, პროკურატურა იხვეწება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მან უპასუხა რამდენიმე კითხვას, რომლებიც შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებს.
„გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მზად ვართ შევიდეთ დისკუსიაში და თუ ვინმე, რაიმე არგუმენტს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ ცვლილებებზე რომელიმე პუნქტში ან მუხლში, მაგრამ არათუ ამ დისკუსიაში შემოსვლამ,ა რამედ ამოყირავდა მათი ეს ე.წ. რუსული ნარატივი, მაგალითად ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მან საერთოდ სამი თვის შეუწყვიტა დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებს, რაც იმის დასტურია, რომ ამისი გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი როგორც სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელსაც ასე უტევენ. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, დონორი ორგანიზაციების ქვეყნისთვის. შესაბამისად არ მგონია, ვინმემ ოდნავ სერიოზული არგუმენტის წარმოდგენა მოახერხოს. რაც შეხება ოჯახური ღირებულებების კანონს, აქაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია ძალიან მოგვეხმარა, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ჩვენთვის, ბოლომდე, რაც არ უნდა მომხდარიყო, რა ვის რა პოზიციაც არ უნდა დაეჭირა, ჩვენთვის წითელი ხაზი იქნება ყოველთვის ის, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან ცუდი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, რომლის აქტუალიზაციაც ჩვენ არ მოგვიხდენია, დადასტურდა რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ეს ძალიან პოპულარული თემაა და რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.
ჩვენ 2017 წელს განვამტკიცეთ ქალისა მამაკაცის ქორწინების დეფინიცია, როცა კონსტიტუცია პრაქტიკულად ახალი დავწერეთ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ახლა ჩვენი პოზიციით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს საკითხი საქართველოში არასდროს გადაიხედება. სხვათა შორის, ამ მოცემულობების, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან, მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებთან ჩვენი დამოკიდებულების გამო აგვირჩია ამომრჩეველმა და არათუ 300 000 ხმის, არამედ 300 ხმის გაყალბებაც ვერავინ დაადასტურა. ამიტომ ჩვენ აქ ვართ შეუვალები და ამ პოზიციას არ გადავალთ. ევრობიუროკრატები ჯერ თავად უნდა გათავისუფლდნენ დიფ სთეითის გავლენებისგან და შემდეგ გველაპარაკონ სხვა ქვეყნებს თითის ქნევით. როდესაც ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან თქვან რატომ - რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. 300 000 ხმაც რომ გაყალბებულიყო, ნაცების გამარჯვებისთვის ესეც არ კმაროდა, მაგრამ 300 ხმის გაყალბების ფაქტი სადმე თუ გაქვთ მოიტანეთო იხვეწება პროკურატურა, ჩვენ ყველა“, - განაცხადა მდინარაძემ.