სად და როგორ შევინახოთ მომავალ წლამდე საახალწლო დეკორაციები

რჩევა

იმისათვის, რომ სადღესასწაულო დეკორაციები ხანგრძლივად გამოვიყენოთ, მნიშვნელოვანია დავიცვათ შენახვის გარკვეული პირობები. რამდენიმე საინტერესო რჩევას ამ სტატიაში გაგიზიარებთ.

ქარხნული შეფუთვა

ქარხნული შეფუთვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომელიც გულისხმობს ნაძვის ხის ადვილად მსხვრევადი სათამაშოების შენახვას იმ ყუთებში, რომლებშიც ისინი იყიდეთ. ზოგჯერ სათამაშოები იყიდება შეფუთვით, სადაც თითოეული პროდუქტისთვის ცალკე ადგილია გამოყოფილი მისი ფორმის მიხედვით. 

უმჯობესია არ გადააგდოთ ეს ყუთები, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახოთ სათამაშოები მრავალი წლის განმავლობაში. 

კვერცხის ყუთები 
ქარხნული შეფუთვის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის ან მუყაოს ყუთებიც. გაითვალისწინეთ რომ ნივთები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან და მათ შორის აუცილებლად მატყლის ან ბამბის  ფენა მოაყოლეთ.

უმარტივესი გზაა კვერცხის შესანახი მუყაოს ყუთების გამოყენება. ამ ყუთებში იდეალურად შეგიძლიათ შეინახოთ პატარა ზომის ბურთულები.

ბოთლი მძივებისთვის 
პატარა ბურთულებისაგან შემდგარი მძივები შენახვის დროს ეკვრის სხვა დეკორაციებს და ერთმანეთში ირევა, ასევე შესაძლებელია სხვა საგნებთან კონტაქტის დროს მძივებს საღებავი გადაეცალოთ, ამგვარი მძივების შესანახად შესაძლებელია გამოიყენოთ  ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლები.

რეკომენდებულია საახალწლო დეკორის ყველაზე მინიატიურული ნივთები ცალ-ცალკე შეინახოთ, თორემ ჩახლართულ ძაფებთან, მავთულთან და ა.შ მოგვიანებით მოგიწევთ გამკლავება. 

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ხელოვნური ტოტებით დამზადებული საშობაო გვირგვინები. ისინი ისე უნდა შეიფუთონ, რომ არ გატყდეს ან არ დაკარგოს ფორმა. ამისთვის კი შეიძლება გამოვიყენოთ ნამცხვრის ყუთები, ქსოვილის ჩემოდნები, პლასტმასის საკვები კონტეინერები.