კანადის პრემიერის განცხადებით, ტრამპი კანადის ანექსიით აღარ არის დაინტერესებული

კანადის პრემიერი

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით აღარ არის დაინტერესებული.

მისი თქმით, ტრამპი აღარ „საუბრობს“ კანადის ანექსიის სურვილის შესახებ.

„ის აღფრთოვანებულია კანადით. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ, სავარაუდოდ, მას გარკვეული დროის მანძილზე ის [კანადა] სურდა“, - აღნიშნა კარნიმ.