1731519914
როგორ შევინარჩუნოთ სიცხეში თმის სიჯანსაღე
მზის კაშკაშა შუქმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი თმის ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე.
როგორ მოქმედებს ცხელი ამინდი თმაზე
ულტრაიისფერი სხივები საშიშია არა მხოლოდ კანისთვის, არამედ თმისთვისაც. განსაკუთრებით მარილიან ზღვის წყალთან ერთად. მარილი თმას აშრობს და მტვრევადს ხდის, ამიტომ შვებულების შემდეგ თმა შეიძლება ისე არ გამოიყურებოდეს, როგორც მის მფლობელს სურს.
გარდა ამისა, სწორედ ზაფხულის პერიოდში ბევრ ადამიანს აწყდება ისეთ უსიამოვნებას, როგორიცაა თმის ცვენა. ფაქტია, რომ თმა სტრესს განიცდის ქარის, წყლის და, რა თქმა უნდა, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
როგორ შევამციროთ თმის ულტრაიისფერი სხივებით დაზიანება
რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოთ მზეზე შუა დღის განმავლობაში. თუ გსურთ მიიღოთ D ვიტამინი, მაშინ უმჯობესია ამის გაკეთება საღამოს, მზის ჩასვლამდე.
ცხელ ამინდში გირჩევთ, არ დაივიწყოთ ქუდი: იდეალურ შემთხვევაში, ისინი უნდა იყოს ნატურალური, სუნთქვადი მასალისგან, რათა თავი არ გაოფლიანდეს.
ასევე აუცილებელია თმისთვის სპეციალური დაცვა UV სხივებისგან.
ზაფხულში გირჩევთ, ნაკლებად გამოიყენოთ თმის საშრობი და უთო, უპირატესობა ბუნებრივ სტილს მიანიჭოთ.
არ გირჩევთ თმაზე სერიოზულ მანიპულირებას ცხელ სეზონზე ან ზღვაში მოგზაურობის წინ.
მაგალითად, შეღებვამ შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია. მზის ზემოქმედებისგან თმა დაკარგავს ბზინვარებას და ელასტიკურობას.
როგორ მოვუაროთ თმას სიცხეში
ზაფხულში თმას განსაკუთრებით უხვად სჭირდება კვება და დატენიანება, ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოიყენოთ აღმდგენი, ძლიერი ნიღბები.
შეიგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის, ან ჭინჭრის ნახარში. კოსმეტიკა, რომელსაც იყენებთ, უნდა იყოს პროფესიონალური და რაც შეიძლება ნატურალური, მაგალითად, შეიცავდეს ბუნებრივ ზეთებს. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმა ჯანსაღად.
ასევე ნახეთ:
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ
მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება - დეტალები
„დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი... უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე
VIDEO: „ნაცნობებიდან ბათუმში ვინ ხართ?“ - გიორგი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს