1745768533
3 წლის გოგონამ საკუთარ დაკრძალვაზე გაიღვიძა - ოჯახი საავადმყოფოს უჩივის

მექსიკაში, „გარდაცვლილმა“ 3 წლის გოგონამ საკუთარ დაკრძალვაზე გაიღვიძა.
ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
მაშინ როდესაც 3 წლის კამილას ოჯახი ქალიშვილის პანაშვიდს ატარებდა, მათ უეცრად შეამჩნიეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო.
ოჯახმა კამილა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.
როგორც უცხოური მედია წერს, 3 წლის გოგონა კლინიკაში თავდაპირველად, კუჭის ტკივილებით, ღებინებითა და ცხელებით შეიყვანეს.
ოჯახს პალატის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ კი იგი ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა.
კამილა პარალტას ოჯახი ახლა საავადმყოფოს უჩივის.

საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403