როგორ გავრეცხოთ დუტის ქურთუკი ისე, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს

ქურთუკი


სანამ ქურთუკის რეცხვას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ რამდენიმე წესი:

არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ფხვნილები, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ თხევად პროდუქტებს;
გარეცხვის წინ მოხსენით ბეწვი (თუ ის იხსნება), გარეცხეთ ნივთი. თუ ბეწვი არ იხსნება, მას შემდეგ, რაც სარეცხი მანქანიდან ამოიღებთ, მაშინვე სავარცხლით ჩამოვარცხნეთ;
თუ ბეწვი შეღებილია, თვითონ არ უნდა გარეცხოთ, თორემ შეიძლება ქურთუკზე გადავიდეს და ლაქად დარჩეს. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ ქიმწმენდის მომსახურებით;
გარეცხვის წინ შეამოწმეთ ჯიბეები, რომ მათში არაფერი იყოს, შეკრათ ყველა ელვა და ქურთუკი გადმოატრიალეთ უკუღმა პირზე;
ყურადღებით შეისწავლეთ მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციები, რომლებიც მიგვითითებს,  სწორად როგორ მოვუაროთ ნივთს.
თუ ქურთუკი ჯერ არ გაქვთ და მის ყიდვას აპირებთ, მაგრამ ზუსტად იცით, რომ რეცხვა სახლში მოგიწევთ,  უპირატესობა მიანიჭეთ ქვილთოვან (ე.წ. „სტიოგან“) მოდელებს. ისინი უკეთესად ირეცხებიან და შრებიან სარეცხ მანქანაში.

როგორ მოვიშოროთ ლაქები ქურთუკს
ყველაზე მეტად მკლავები და საყელო ბინძურდება. რეცხვის დაწყებამდე შეგიძლიათ მოაშოროთ ჭუჭყი ადგილობრივად. უბრალოდ, ააქაფეთ ლაქები სარეცხი საპნით, შეაზილეთ და ცოტა ხნით დატოვეთ.

ცხიმის მოსაშორებლად, თანაბარი პროპორციით აურიეთ სახამებელი და მარილი, გააზავეთ ცოტაოდენი წყლით. მიღებული ნარევი შეაზილეთ ლაქებს და დატოვეთ ცოტა ხნით;
თეთრი ქსოვილიდან ლაქა წყალბადის ზეჟანგისა და სპირტის ნარევით მოაშორეთ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ლაქების მოსაშორებელი საკუთარი ხელით. ჭიქა წყალში დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ამიაკი და სარეცხი საშუალება. წაუსვით ლაქებზე და ამორეცხეთ წყლით. თუმცა, ასეთი გაწმენდის შემდეგ, ქურთუკი კვლავ უნდა გაირეცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაქები დარჩება.

როგორ გავრეცხოთ ქურთუკები სარეცხ მანქანაში
ქურთუკი ამოაბრუნეთ უკუღმა პირზე და სარეცხ მანქანაში მასთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის რამდენიმე ბურთი. წინასწარ დარწმუნდით, რომ ბურთები ფერს არ შეიცვლის. 
დაამატეთ თხევადი სარეცხი საშუალება ან კაფსულები. ჩართეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმზე. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს. 

რეცხვის დროს შეგიძლიათ სცადოთ პირსახოცის შეგდება ბარაბანში, ეს ხელს შეუშლის ტანსაცმლის გაბერვას. და კიდევ ერთი: არასოდეს გარეცხოთ ორი ქურთუკი ერთად, თორემ ორივეს გააფუჭებთ.