პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თაგვები ბლომად მრავლდებიან იქ, სადაც ანტისანიტარიაა ან მათთვის სასურველი გარემოა.
სიმინდით სავსე ბეღელი ან თხილის საცავი, მარცვლეული კულტურების შესანახი ადგილები თაგვების საყვარელი ადგილებია. ეს არსებები არც სახლის გამათბობელი საშუალებების განადგურებაზე ამბობენ უარს და ზოგადად მღრღნელების ეს სახეობა უზარმაზარ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებსაც.
გთავაზობთ მარტივ საშუალებებს, რომლის დახმარებითაც თაგვებსა და ვირთხებს, ყოველგვარი შხამქიმიკატების და საწამლავების გარეშე, ადვილად მოიშორებთ.
დარიჩინი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - დარიჩინი თაგვების დასაფრთხობად საკმაოდ კარგი საშუალებაა. შეგიძლიათ დარიჩინი თქვენს სახლში ისეთ ადგილას მოაყაროთ, სადაც მღრღნელების შემოსევის დიდი შანსია - ასევე, შეგიძლიათ დარიჩინით სპრეიც დაამზადოთ. ამისთვის დარიჩინის ზეთის რამდენიმე წვეთი წყალში უნდა გაურიოთ და სასურველ ადგილას შეასხუროთ.
პიტნის ზეთი
თაგვებს განსაკუთრებით არ უყვართ პიტნის სურნელი - ასე რომ, ექსპერტები გირჩევენ პიტნის ზეთი იმ ადგილებში შეასხუროთ, სადაც მღრღნელების შემოსევის დიდი ალბათობაა.
ციტრონელა
საკმაოდ ეფექტურია ციტრონელას გამოყენებაც. ის ბალახების ჯგუფს მიეკუთვნება და მისი მშობლიური სამხრეთ ინდოეთი და შრი-ლანკაა. მას მრავალი გამოყენება აქვს, მაგალითად, ძლიერი სუნიდან გამომდინარე, კოღოების მოგერიებაში ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ეს კარგი სუნია, კოღოსთვის ეს საკმაოდ უსიამოვნო სუნია.
ასევე თაგვების დასაფრთხობად საუკეთესო საშუალებაა თეთრი ძმარი.
ასევე ნახეთ:
„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით