როგორ ამოიცნოთ ნაძვის ხის ალერგია

ალერგია და ნაძვის ხე

საახალწლო ნაძვის ხე შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის შექმნის, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზიც. ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროულად ამოცნობა და მკურნალობის დაწყება.

ხელოვნური ნაძვის ხე

ხელოვნური ნაძვის ხე დამზადებულია პოლიმერული მასალისგან, რომელიც ორგანული ქიმიური სინთეზის პროდუქტია. კარგია, თუ ეს პოლიმერი მაღალი ხარისხისაა და მდგრადია მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე. თუმცა ასეთი ნაძვის ხის ღირებულება საკმაოდ მაღალია. ძვირადღირებული ნაძვის ხის ტოტები სითბოში რადიატორთან არ გამოყოფს ფენოლს და ფორმალდეჰიდს - პოლიმერების განადგურების ყველაზე საშიშ პროდუქტებს.

ბუნებრივი ნაძვის ხე

წიწვოვანი ხეების ფიტონციდები ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლოა, ისინი ასუფთავებენ ჰაერს, კარგ გავლენას ახდენენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ცხვირისა და ფარინქსის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. ექიმების თქმით, უმეტესი ჩვენგანისთვის საახალწლო ნაძვის ხე არა მხოლოდ სადღესასწაულო ატრიბუტია, არამედ ჯანმრთელობის წყაროც.

როგორ ამოიცნოთ ნაძვის ხის ალერგია

ყველაზე ხშირად ალერგიით დაავადებულები რეაგირებენ ცოცხალ ფიჭვზე. თუ ალერგიული ხართ ამ ხის არომატზე, ალერგიული რეაქცია მაშინვე გექნებათ. არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოვლინდეს. ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: კანზე გაჩნდეს გამონაყარი, ადამიანი იწყებს ცემინებას და ხველას, "ცხვირში" ლაპარაკობს, თვალები უცრემლიანდება, ან შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის პრობლემები. ამ შემთხვევაში სჯობს ნაძვის ხე თქვენგან შორს დადგათ, ან მიიღოთ ანტიჰისტამინური საშუალებები.

ასევე ნახეთ:

„ახალი წელი მოგცემთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ“ - დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები

“მანამდე სულ ვამბობდი, კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, „ოჯახი შევქმნათ“ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი” - რას ჰყვება თათია შარანგია მესამე ქორწინებაზე