1747684516
„ამბობს, რომ ორსულადაა...“ - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 18 წლის გოგო, სასჯელს მაგდა პაპიძესთან ერთად მოიხდის

Daily Mail-ი თბილისის აეროპორტში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდულად შეტანის მცდელობისთვის დაკავებული ბელა მეი კალის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ თუ ბრიტანელ სტუდენტს სასამართლო ბრალდებულად ცნობს, გოგონა ქალთა სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში მოხვდება, სადაც მაგდა პაპიძესთან ერთად მოუწევს სასჯელის მოხდა.
„18 წლის ბელა მეი კალი ქალთა სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში 35 წლის ორმაგ მკვლელ მაგდა პაპიძესთან ერთად იმყოფება.
პაპიძე ერთადერთი პატიმარია, რომელიც საქართველოში სამუდამო პატიმრობას იხდის. იგივე სასჯელი ემუქრება კალისაც, თუ შავი ზღვის ქვეყანაში 12 კგ კანაფის და სხვა ნივთიერების კონტრაბანდულად შეტანის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნეს.“, - წერს Daily Mail.
ბრიტანელმა სტუდენტმა, რომელსაც საქართველოში 14 კილო კოკაინი შემოჰქონდა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ორსულადაა.
დაკავებული გოგოს ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილითაა აღძრული.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ბელა მეი კალის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.