ტრამპმა განაცხადა, რომ არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„იმიტომ, რომ ვფიქრობ, რაღაცის გაკეთების შანსია და თუ ამას გააკეთებ [სანქციების დაწესება], შეიძლება ბევრად გააუარესო მდგომარეობა. მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით.