1747684516
„ყველა ელოდება, როდის გამოიდარებს საბოლოოდ, გეტყვით, რომ...“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ უახლეს პროგნოზზე ისაუბრა.
„ამ კვირაში აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, დღის ბოლოსკენ შეწყდება ნალექები. 20 მაისს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
21 მაისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და დაიკლებს ტემპერატურა. 22-23 მაისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ყველაზე მნიშვნელოვანია და საზოგადოება ელოდება, როდის გამოიდარებს საბოლოოდ, გეტყვით, რომ შეიმჩნევა 22-დან ტემპერატურის მატება, დასავლეთ საქართველოში, გადააჭარბებს 30 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29 გრადუსი დაფიქსირდება. ვიგრძნობთ სიცხეს და მზე იკაშკაშებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.