რისი სიმპტომია უპეების შეშუპება

შეშუპება

 თვალის ქვეშ შეშუპება ხშირად ასოცირდება მარტივ მიზეზებთან, როგორიცაა დაღლილობა ან ძილის ნაკლებობა.თუმცა, ეს მდგომარეობა ზოგჯერ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების სიმპტომი.

რისი სიმტომი შეიძლება იყოს უპეების შეშუპება


ალერგია

თვალის ქვეშ შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ალერგია. ალერგენები, მაგალიტად, მტვერი, იწვევს ანთებას და სითხის დაგროვებას თვალების ირგვლივ. ალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდება სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ქავილი, სიწითლე.

სინუსიტი

ცხვირის ირგვლივ მდებარე სინუსების ანთებაა. სინუსების ანთება იწვევს თვალის ირგვლივ წნევის მატებას, რაც იწვევს უპეების შეშუპებას. სინუსიტის სხვა სიმპტომებია ცხვირის შეშუპება, სახის ტკივილი და თავის ტკივილი.

თირკმელების დაავადებები

ვინაიდან თირკმელების ერთ-ერთი ფუნქციაა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გაფილტვრა თუ თირკმლის ფუნქციები გაუარესდა, ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ეს იწვევს თვალის ქვეშ შეშუპებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დილით. თირკმელების დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებით, განსაკუთრებით შეშუპებით და მაღალი წნევით... ვრცლად