VIDEO: ,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეუღლე ჰყავდა.... ” – ვინ არის კაცი, რომელიც ქართულ ფანოღს ცეკვავს

alesandro

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული სოციალური ქსელები სიმპათიური, გარუჯული, იტალიელი მამაკაცის ვიდეოებით აჭრელდა. ამის მიზეზი კი, მისი ქართულ სიმღერებზე აცეკვებაა.

ქართულ ფანოღებს ალესანდრო კარუსო პირის მოძრაობით ისე ოსტატურად ჰყვება, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ შინაარსი და სიტყვები კარგად ესმის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე ქართველი იყო და ქართული სიმღერების მოწონებაც სწორედ აქედან მოდიოდა, თუმცა გაირკვა, რომ მისი მეორე ნახევარი იტალიელია და მის მსგავსად საკმაოდ აქტიური ტიკტოკერი.

 

ალესანდრო კარუსოს იტალიაში, მერჯელინაზე ტანსაცმლის მაღაზია აქვს, ვიდეოებსაც სწორედ იქ იღებს ხოლმე.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ ალესანდრო კარუსო მხოლოდ ქართულ სიმღერებს არ ანიჭებს უპირატესობას და ამ მხრივ, რეპერტუარი ფართოა.