რატომ უნდა დაუმატოთ კვერცხს შეღებვისას ძმარი

kvercxi

წითელი პარასკევი მოდის და ყველა ოჯახში კვერცხი წითლად იღებება. გთავაზობთ გამოცდილ მეთოდებს, რომ კვერცხი არ დასკდეს და გემრიელი წითელი ფერი მიიღოს. 

იმისათვის, რომ კვერცხები არ დასკდეს, შეღებვამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. დასკდომის რისკი ასევე მცირდება, თუ კვერცხს შეღებვამდე, ცივ წყალში რამდენიმე საათით მოათავსებთ. საღებავი რომ ერთ ფერში მოეკიდოს კვერცხს, მანამდე კვერცხი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ქვაბის ძირზე ვალაგებთ წინასწარ დაგროვილ ხახვის ფურცლებს. ენდრო (ის ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა სააღდგომო კვერცხების შესაღებად) დაჩეჩქვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. შემდეგ შეახვიეთ მარლაში, შეკარით და ჩადეთ ქვაბში. თუ ენდრო ფხვნილის სახით გაქვთ, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ.

მეტად მკვეთრი ფერის მისაცემად, ჭარხალსაც თუ აპირებთ, ისიც კარგად გარეცხეთ, გაჭერით სამ-ოთხ ნაჭრად და ჩაალაგეთ ქვაბში.

შემდეგ დაასხით წყალი, ადუღეთ 20-30 წუთი და გააგრილეთ. ცივ ნახარშში მოათავსეთ კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ძმარი ფერს კიდევ უფრო ამუქებს. 

ძალიან ლამაზ წითელ ფერს აძლევს კვერცხს მხოლოდ წითელი ხახვის ფურცლებიც. 

შეღებული კვერცხი შეგიძლიათ ცივი წყლით სავსე თასში მოათავსოთ.

პრიალა ელფერისთვის, შეღებილ და შეგრილებულ კვერცხებს, გადაუსვით ზეთში დასველებული ბამბა ან მარლა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩემს მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი, ჩუმად მოფრინდება ხოლმე და ჩემი ჟილეტის შიგნით იმალება..." - ბერი პაისი საოცარი ამბით

"როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ..." - ბერი პაისი თანამედროვე ადამიანზე

რისთვის არის ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის უზმოზე მიღება სასარგებლო