„საბედისწერო აღმოჩნდა ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი...“ - 5 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა
1745998264
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში შეაფასა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რაც ყველაზე მძიმეა, გარედან [უცხოეთიდან] აღნიშნულ პროცესებში ჩარევის ფაქტები. საუბარი არის, რომ სახელმწიფო პოზიტიურად ახორციელებდა თავის დანიშნულებას იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიყავით შეზღუდულები ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისგან. სწორედ სუს-ის დანიშნულებაა რომ აღმოაჩინოს და პრევენცია მოახდინოს იმ რისკების, რომელიც ქვეყნის შიგნით, თუ გარედან მომდინარეობს“, - აღნიშნა წილოსანმა.