სად უნდა წავიღოთ გაყვითლებული ჯეჯილი და წითელი კვერცხი, თუ ის დაგვიძველდა - მოძღვრის პასუხი

jejili

აღდგომის სიმბოლოებს - წითელ კვერცხსა და ჯეჯილს "თავისი დრო" აქვს, რის შემდეგაც ჯეჯილი ყვითლდება, კვერცხის ჭამისგანაც თავს ვიკავებთ. ერთი კვირის შემდეგ ვორჭოფობთ - ვარგისია თუ არა საკვებად?

რა უნდა ვუყოთ "მოძველებულ" წითელ კვერცხსა და ჯეჯილს?

"პრაიმტაიმის" კითხვაზე პასუხს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სცემს.

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: - ეკლესია-მონასტრებში არის ადგილები, სადაც ისეთი მოხმარების ნივთებს ვათავსებთ, რასაც ურნაში არ ვყრით და მისადმი მოკრძალება გვაქვს და მერე ან იწვება ან სპეციალურ ადგილას მიწაში იფლება, მაგალითად, გამხმარი სეფისკვერი, ძველი წითელი კვერცხი. ისინი ნაგავში არ უნდა მოხვდეს. შეიძლება სასაფლაოზე, ერთ კონკრეტულ ადგილას დაფლონ კვერცხი. 

ჯეჯილს ტაძრების ეზოებში რგავენ. ვისაც აქვს ბაღ-ბოსტანი, შეუძლია იქ დარგოს ან მოათავსოს ჯეჯილი. ის სიწმინდე არ არის, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ამიტომ სახლის ეზოშიც გადარგეთ.

ასევეა დამწვარი ნახშირი და საკმეველიც; ის ურნაში არ უნდა გადაყაროთ, არამედ ბაღ-ბოსტანში ხეებსა და ნარგავებს მოუყარეთ ძირში, ან ტაძარში მიიტანეთ.