1728846029
რატომ ჩნდება სახლში ჭიანჭველა, ობობა, მორიელი - ნახეთ ეზოთერიკოსის ახსნა
იცოდით, რომ სამყარო ყოველთვის გიგზავნით მინიშნებებს? ის გაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მიგანიშნებთ, როგორ მოიქცეთ იღბლის მოსაზიდად? ძველად ხალხი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ნიშნების ამოცნობას. ჩვენს დროში საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ თეორიის მიმართ, თუმცა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ნიშნების კითხვას, ირწმუნებიან, რომ მთავარია, მესიჯების სწორად ამოცნობა შეგეძლოს. სპირიტუალური თვალსაზრისით, სახლში მწერებისა და ქვეწარმავლების ხილვას სპეციფიკური და განსხვავებული სიმბოლიკა აქვს:
ჭიანჭველა
ცნობილია შრომისმოყვარეობით და წარმოუდგენელი დისციპლინით. საიდუმლო არაა, რომ მათ აქვთ იერარქია, ისინი ცხოვრობენ თავიანთი ბიზნესის მკაცრი წესებით. არსებობენ მონადირე, სკაუტი, ექთანი ჭიანჭველებიც კი. როგორც ნებისმიერ ჭიანჭველისებრთა ოჯახს, ასევე თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ძველად სჯეროდათ, რომ სახლის ტერიტორიაზე ჭიანჭველების ოჯახი, ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად ჩნდება. თუ ისინი თქვენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ, ეცადეთ, რომ კონფლიქტი, აგრესია, ჩხუბი თავიდან აირიდოთ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დაგიცვან თაღლითობისგან. ასევე ძველად მიიჩნევდნენ, რომ ჭიანჭველები სიმდიდრისა და ბარაქის მომტანები არიან.
ობობა
მისტიკის, ძალისა და ზრდის სიმბოლოა. ჩვენ ისევე ვქმნით ჩვენსავე ცხოვრებას, როგორც ობობა ქსოვს ქსელს - ობობის ხილვა, შეგიძლიათ მიიღოთ შეხსენებათ, რომ თავად ვქმნით ცხოვრებას ჩვენი არჩევანის მიხედვით.
მორიელის ნახვა მიგანიშნებთ, რომ ტრანსფორმირების დროა. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც ძველი, ჩვეული, რაც უკვე გამოუსადეგარია და დროა სიახლით ჩაანაცვლოთ.
ასევე ნახეთ:
„შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას“ - ნახეთ, ვის გაუმართლებს ამ კვირაში
მოემზადეთ ხვალისთვის და გააკეთეთ ეს რიტუალი, რათა წარმატება მოიზიდოთ