ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
27 დეკემბერს კირჩიხიბის ნიშანში 2023 წლის ბოლო სავსე მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იქნება. მას "ცივ მთვარესაც" უწოდებენ. ვინაიდან 2023 წლის ბოლო სავსე მთვარეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანი მართავს, ეს დღე შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, რომ ემოციური, სულიერი წონასწორობა იპოვოთ როგორც პირადი ურთიერთობების, ასევე პროფესიული და ოჯახური თვალსაზრისით.
ამავდროულად, აღნიშნულ დღეს მომატებულ ემოციურობას ვიგრძნობთ და მოგვინდება, გრძნობები გამოვხატოთ, საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტოთ და თბილი სიტყვები ვუთხრათ. მოგიყვებით, რა შეგიძლიათ 2023 წლის ბოლო სავსე მთვარის დროს გააკეთოთ და რა არ არის რეკომენდებული.
იქამდე კი, აღსანიშნავია, რომ წლის ბოლო სავსე მთვარეს "ცივს" იმიტომ უწოდებენ, რომ მკაცრი ზამთრის პირობებში ის, როგორც წესი, მოცისფრო ფერს იღებს და გაყინული ბურთის იმიტაციას ქმნის.
რა შეიძლება გააკეთოთ ცივი სავსე მთვარის დროს?
როგორც წესი, სავსე მთვარის პერიოდში განსაკუთრებულ ემოციურობასა და მომატებულ შფოთვას ვგრძნობთ. ამიტომაც, ჯობს აღნიშნულ დღეს ემოციურად კიდევ უფრო მეტად არ გადაიღალოთ და დაკავდეთ იმ საქმეებით, რომლებიც დიდ ძალისხმევასა და ენერგიას არ მოითხოვს.
იმისათვის, რომ ამ დღისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, თქვენი ენერგია შემოქმედებითი იდეებისაკენ მიმართეთ. მთვარე განსაკუთრებით დაგეხმარებათ, თუკი თქვენს ჰობის, ძველ ინტერესებს დაუბრუნდებით, ჩაინიშნავთ იდეებს და სამომავლო გეგმებსაც ჩამოაყალიბებთ.
იფიქრეთ პოზიტიურად. ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებულად ესმის.
მიჰყევით თქვენს გულს და საბოლოოდ თქვით უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია.
დაისვენეთ და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაატარეთ დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, აივსეთ დადებითი ემოციებით და ეს ენერგია კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
ასევე ნახეთ:
აიღეთ ქაღალდის კუპიურა და დააწერეთ 2024 წელი - მიჰყევით ინსტრუქციას და მოიზიდეთ ფინანსური წარმატება