ფინანსური რიტუალი ახალი წლის ღამისთვის

საფულე

საახალწლო რიტუალები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დღეს დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია და პირველ რიგში მათთვისაა საინტერესო, ვისაც არა უბრალოდ ახალი წლის სწორად შეხვედრა, არამედ დიდი ხნის ოცნების ასრულება და კეთილდღეობის მთელი წლით დაბევება უნდა.

ფინანსური რიტუალები – პირველ რიგში, ჩაუდეთ ოჯახის ყველა წევრს საფულეში მსხვილი კუპიურა, რომლის შენახვა მართალია, მთელი 21 დღე მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს დაწვრილმანება, რადგან რასაც დრაკონისთვის გაიმეტებთ, იმასვე დაიბრუნებთ. ბარაქის მომტანი იქნება კუპიურების სადღესასწაულო სუფრაზე, ყველა თეფშის ქვეშ დადება და წითელ სასაჩუქრე წინდაში ჩადება, რამაც წესით მთელი წელი სტაბილური შემოსავლით უნდა უზრუნველგყოთ. თუმცა, არც ჩვეულებრივი წითელი წინდის ამოცმა იქნება ურიგო, რომელზეც არა ტრადიციული სანტა-კლაუსი, არამედ დრაკონი იქნება გამოსახული.

ახალ ნაძვის ხეს თუ ვერ შეიძენთ, ეცადეთ  ტოტები მაინც მოიმარაგოთ, რომელთაც ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოებით, კანფეტებით, მსხვილი კუპიურებით და ვერცხლის ქაღალდში (იგივე ფოლგაში) გახვეული მონეტებით დაამშვენებთ.

შეეცადეთ კერძები არა მოძველებული, არამედ ახალი, ორიგინალური რეცეპტით და რაც მთავარია, პოზიტიური განწყობით მოამზადოთ, რომელსაც ახალი წლის დღეებშიც შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლოვან დრაკონს ძალიან უყვარს ცხარე კერძები, ამიტომ გაანებივრეთ წიწაკით და სუნელებით შენელებული პიკანტური სოუსებით, სადღესასწაულო მენიუს კულმინაციად კი, ცომითა და ხორცით მომზადებული კერძი აქციეთ, რომელშიც მონეტას დამალავთ, რადგან ისევ ჩინური ტრადიციის გათვალისწინებით, სწორედ მას უწყალობებს დრაკონი მთელი წლის მანძილზე, ვინც მონეტას იპოვის. გაითვალისწინეთ, რომ ხილი სადღესასწაულო მენიუში არა უბრალოდ დესერტი, არამედ „ნაყოფიერების კოდია“, ამიტომ მოიმარაგეთ ფორთოხალი, რომელიც ბარაქის, თურიჯნი (პომელო) - ოჯახის სიმტკიცის და  მსხალი, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.

ასევე ნახეთ:

„თავს ისევ მიმზიდველად იგრძნობთ...“ - დასახელდა 2024 წლის იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

როგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები