„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ბავშვის ფსიქოლოგიური და მენტალური განვითარებისთვის მნიშვნელოვან რჩევას აძლევს. როგორც პედიატრი წერს, მშობლები შეცდომას უშვებენ, როცა საკუთარი შვილებისთვის მაგალითად სხვა ბავშვები მოჰყავთ.
"ნახე, ის ბავშვი როგორ სწავლობს???რა კარგად იქცევა?? როგორ კარგად ჭამს და სიმაღლეში როგორ გაგასწრო???"ასეთ ფრაზებს ხშირად ეუბნებით ხოლმე ბავშვებს უფროსები და ეს სასტიკად არ შეიძლება...ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზებია, მაგრამ ბავშვისთვის ისინი ხშირად მტკივნეულ გზავნილად იქცევა.როდესაც ბავშვს მუდმივად სხვებს ადარებენ, მას შეიძლება თანდათან დაუქვეითდეს თვითშეფასება, დაკარგოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გაუძლიერდეს შფოთვა და შეცდომის შიში. ასეთ დროს მისი მიზანი აღარ არის საკუთარი განვითარებისკენ სწრაფვა,ის მხოლოდ სხვების "დაწევას“ ან მშობლების მოლოდინების გამართლებას ცდილობს.ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია. მას საკუთარი ტემპი, ძლიერი მხარეები და განვითარების გზა აქვს. ამიტომ შევადაროთ მხოლოდ საკუთარ გუშინდელ დღეს -ეს არის ყველაზე ჯანსაღი და მოტივაციის მიმცემი მიდგომა.ბავშვს არ აინტერესებს იყოს ვიღაცაზე უკეთესი -მას სჭირდება,რომ ყოველდღე გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.