„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების დაყოფას და პოლარიზებას. ეს ჩანაწერიც სწორედ ამას ნიშნავს," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში", ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით "კეთდება არა მხოლოდ განცხადებები, არამედ იდგმება ნაბიჯები და
ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისკენ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან".
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე და ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც აღნიშნული რეზოლუციის მიღებას ასამბლეის დარბაზში უჭერდნენ მხარს.
"ეს არის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს იყო ამის დემონსტრირება.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, მთელი ეს დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმა და ყველა ის დებულება, რაც მასშია მოცემული, რეალურად არის ამ ხალხის მიერ დაწერილი და მიწოდებული. ისინი არიან იმ თავდასხმის თანამონაწილენი, რაც ხორციელდება," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.