გაუჩინარებული 12 წლის გოგონა სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს - დამნაშავე მისი ცხედრის დაწვას ცდილობდა (უცხოეთი)

სასაფლაო

რუსეთშუ, კემეროვოს ოლქში 12 წლის სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გოგონას ცხედარი კიროვის რაიონის სასაფლაოზე, ბავშვის გაუჩინარებიდან ორი დღის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მტკიცებულებების განადგურება სცადა და ნეშტს ცეცხლი წაუკიდა. სპეციალისტებმა შეძლეს დამნაშავის დნმ-ის გამოყოფა, რაც მისი ვინაობის ოპერატიულად დადგენაში დაეხმარათ.

გაირკვა, რომ ფიგურანტი 55 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც კოლონიიდან მაისში გათავისუფლდა. მამაკაცს წარსულში უკვე ჰქონდა ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე სამართალდარღვევებისთვის, მათ შორის ყაჩაღობისა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის.

უახლოეს მომავალში მამაკაცს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.