რას ამბობს კანის სიმსივნის შესახებ დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა

კანის სიმსივნე

 დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში  კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს ეხმაურება და წერს, რომ კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე.

 დერმატოლოგი საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:

„მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს
კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე. ის ვითარდება კანის ზედაპირული უჯრედებიდან და ხშირად დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებასთან.
 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? -  ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა;  ქერცლიანი ან გამკვრივებული ლაქა
  მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი;   სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი;  

რისკ-ფაქტორები:   მზეზე ხშირი ყოფნა და დამწვრობები;  სოლარიუმის გამოყენება;  ღია ფერის კანი;  ასაკი და იმუნური სისტემის დაქვეითება;

როგორ დავიცვათ თავი?

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად (SPF 30+);  მოერიდეთ მზის პიკურ საათებს (12:00–16:00)

ატარეთ ქუდი და დამცავი ტანსაცმელი;  რეგულარულად შეამოწმეთ კანი და საეჭვო ცვლილებისას მიმართეთ ექიმს

დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია — ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია",- წერს აბრალავა.