პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში, მზის სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ, პოსტს ავრცელებს:
,,კიდევ ერთხელ შეხსენება, იმისათვის, რომ გავითავისოთ, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მზის სხივებმა კანზე.
მზის დაზიანება, კანის დრამატული დაბერება, დაბერების პროცესის დაჩქარება - ფანჯრის მინიდანაც კი.
სურათზე წარმოდგენილია ბატონი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სატვირთო (გადამზიდი) ავტომობილის მძღოლად, რა დროსაც, მისი სახის მარცხენა ნაწილი განიცდიდა მზის ულტრაიისფერი სხივებით სისტემატიურ დასხივებას.
გამოიყენეთ მზის დამცავი SPF30+, UVA + UVB ყოველდღიურად, განმეორებით გამოიყენეთ ყოველ 2 საათში, ასევე ყოველი ცურვის, კანის დასველების და გაოფლიანების შემდეგ", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.