რა ვუშველოთ ძლიერ სიცხეში ბავშვის დაკარგულ მადას - რჩევები

 ბავშვი

 ზაფხულში მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სეზონზე ბავშვს შედარებით მსუბუქი კვება სჭირდება. ეს გულისხმობს მარცვლეულს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე კვერცხს, ფრინველს და თევზს, რაც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით და ფერმენტირებული რძის პროდუქტებით.

უმჯობესია შეამციროთ მძიმე საკვები, როგორიცაა საქონლის ხორცი, პარკოსნები, კარაქი და არაჟანი ცხიმის მაღალი შემცველობით. ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს მათ გადამუშავებაზე, რამაც შეიძლება სხეულის ტემპერატურის მატებაც კი გამოიწვიოს. ბავშვის კერძები უნდა იყოს თბილი, სხეულის ტემპერატურასთან ახლოს, რაც ოპტიმალურად ითვლება საჭმლის მონელების პროცესებისთვის.

ხილი და ბოსტნეული

ზაფხულის თვეებში მიტამინებისა და მინერალების დღიური ნორმის მიღება სეზონური ხილიდან სავსებით შესაძლებელია. ისინი მდიდარია ვიტამინებით და სხვა ღირებული ნივთიერებებით და რაც მთავარია, კონსერვანტების გარეშე. ბოსტნეულისა და ხილის თერმული დამუშავების შემდეგ ვიტამინების გარკვეული ნაწილი ნადგურდება, ამიტომ ნედლ პროდუქტს მიანიჭეთ უპირატესობა. უმ ხილ-ბოსტნეულს ბავშვი თანდათან, 10-11 თვიდან მცირე ულუფებით მიაჩვიეთ. თან დაუკვირდით რეაქციებს..ფაქტია, რომ ნედლი პროდუქტის შეწოვა გარკვეულ ფერმენტებს მოითხოვს და ბავშვის პანკრეასი მათ დროულად და საჭირო რაოდენობით გამომუშავებას ვერ ახერხებს. განაგრძეთ კითხვა...