რა უნდა მიირთვათ საუზმეზე, რომ წონაში დაიკლოთ

საუზმე

საუზმე - ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც დღის რეჟიმზე მთლიანად ახდენს გავლენას. მაგალითად, თუ დილით ტკბილეულს შევჭამთ, სწრაფად მოგვშივდება. თუმცა, დაბალანსებულმა საუზმემ შესაძლოა წონაში კლებაც კი გამოიწვიოს.

რა შევჭამოთ, რომ გავხდეთ?

ჯანსაღი კვება ეფექტური არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაა, არამედ ორგანიზმის ენერგიით მოსამარაგებლად. კვების მოდელის მიხედვით, უმჯობესია თუ ყველაზე მეტ საჭმელს დილით მიიღებთ, დღის განმავლობაში საშუალოდ შეჭამთ, ხოლო საღამოს უპირატესობას მცირე ულუფას მიანიჭებთ. ასეთი გრაფიკი ორგანიზმს მონელების საშუალებას და ბუნებრივი კალორიული დეფიციტის შექმნაში დაეხმარება.

1.დღის განმავლობაში ყოველი მომდევნო კვების ულუფა შეამცირეთ.

2. საუზმეზე, ბოჭკოვანი საკვების გარდა, გამოიყენეთ ახალი ხილი და ბოსტნეული.

3. რაციონში ჩართეთ პური, რომელიც მთელი მარცვლისგან მიღებული ფქვილითაა გამომცხვარი ან შვრიის ფაფა. ჯანსაღი ნახშირწყლები ორგანიზმს საკმარის ენერგიას სძენს.

4. ცილა დაგეხმარებათ, რომ დიდხანს გქონდეთ სიმხნევე რეგულარული ვარჯიშის დროს. თუ სპორტით ხართ დაკავებულები, კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილა.

ამ წესებს თუ გამოვიყენებთ, იდეალური საუზმე ასე გამოიყურება: იოგურტი ხილით და შვრიის ფაფა, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური, ავოკადოსთან ერთად, კვერცხი ან ომლეტი ბოსტნეულითა და ტოსტით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „დიეტის დროს ხაჭაპურსაც ვჭამდი და შოკოლადსაც...“ - ამ გოგომ 73 კილოგრამი დაიკლო

👉 ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ

👉 პომიდვრის დიეტა – მარტივი, იაფი, ეფექტური

👉 მარტივი დიეტა და შედეგი მინუს 10-20 კილოგრამი თვეში