1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ადამიანებს ვეღარ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება ფოტოების გარეშე, მაგრამ არის მომენტები, როდესაც სურათზე აღბეჭდილია ადამიანი, რომელმაც დიდი ხანია, დატოვა ეს სამყარო. ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ფოტოები საფრთხის შემცველია. ისინი ცალკე უნდა შეინახოთ ან საერთოდ გადააგდოთ.
ბევრი ადამიანი ინახავს გარდაცვლილ ნათესავებთან გადაღებულ ფოტოებს. ზოგი მათ სახლის კედლებზეც კი გამოფენს ხოლმე, ხსოვნისთვის, მაგრამ ვერავინ აცნობიერებს, რომ ასეთი სურათები შეიცავს უამრავ ნეგატივს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედზე. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ოჯახის ყველა წევრისთვის უარყოფოთი აურის მოზიდვა, უსიამოვნებები და ჯანმრთელობის გაუარესება.
სხვა საკითხებთან ერთად, ამ ფოტოებს შეუძლია დაარღვიოს ადამიანის აურა, მიიღოს მისგან ენერგია და შეცვალოს ენერგია სახლში. ამიტომ ისინი სხვა ფოტოებისგან შორს უნდა იყვნენ და არავითარ შემთხვევაში არ განთავსდნრენ ყველას თვალწინ. გარდაცვლილ ადამიანებთან სურათებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ ცალკე ალბომი, რათა მოგვიანებით, საჭიროების შემთხვევაში, შეხედოთ მათ.
არ ღირს გარდაცვლილ ადამიანებთან ერთად ფოტოების ყოველდღე ყურება, თორემ წარსულმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მომავალზე და ბევრი უბედურება მოიტანოს ადამიანის ცხოვრებაში.
თვალსაჩინო ადგილას არ შეიძლება დაკრძალვის დროს გადაღებული სურათების შენახვა, ისევე, როგორც იმ ფოტოების ან და ნახატების გამოფენა, რომლებზეც მკვდარი მცენარეები, დანგრეული შენობები, ჭაობი, მტირალი ხალხი ან მტრები არიან გამოსახული.
რა ვუყოთ გარდაცვლილთა ფოტოებს
იმის გამო, რომ გარდაცვლილ ადამიანებთან ერთად გადაღებულ სურათებს ბევრი ნეგატივი აქვს, ისინი უნდა განადგურდეს. თუ ამას ვერ გააკეთებთ, მაშინ შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი, იმ ფოტოებით, საიდანაც სიკეთე მომდინარეობს და სასიამოვნო ემოციები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფოტოები ძალიან ძვირფასია, უმჯობესია შეინახოთ ისინი სხვებისგან განცალკევებით.
საკუთარი სახლის სურათებით გაფორმების მოყვარულებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ მხოლოდ მათ, ვინც სასიამოვნო ემოციებს იწვევს. თქვენი სახლის კედლებზე შეგიძლიათ დაკიდოთ ბუნების, მზის ჩასვლის, მწვანე პარკის, ყვავილების ხეივნის ამსახველი ფოტოები, ასევე ცხოველები. თუ გსურთ ადამიანებთან ერთად ფოტოების გამოფენა, მაშინ უნდა აირჩიოთ ის, რომლებზეც ისინი ბედნიერები არიან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალშობილი ბავშვების ფოტოებს, რადგან მათი ენერგია ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. მათ ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატებების მოსაზიდად, ასეთი ფოტოები ცალკე ალბომში უნდა შეინახოთ და არ აჩვენოთ ისინი უცნობებს.
არასასურველია სურათების საფულეში შენახვა, რადგან ფულიდან მომდინარე ნეგატივმა შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს მომავალზე. თქვენ არ შეგიძლიათ გაჭრათ ფოტო, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ენერგიას და გააუარესოს მისი ჯანმრთელობა.
ნეგატივისგან თავის დასაღწევად, რომელსაც სურათები ინახავენ, უმჯობესია ისინი დაწვათ.
აუცილებელია ერთი ნიუანსის გათვალისწინება: რაც უფრო მეტი ემოციაა ნაჩვენები სურათზე, მით უფრო ძლიერად იმოქმედებს ის ადამიანზე.