პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თერმომეტრის გატეხის შემდეგ ზოგჯერ ადამიანმა არ იცის რა გააკეთოს, რადგან გადმოღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვება რთულია. მისი შეგროვება კი აუცილებელია, რადგან აორთქლების შედეგად შესაძლოა მძიმედ მოიწამლოთ.
რა უნდა გამოვიყენოთ დამხმარედ ასეთ შემთხვევაში, ხელსაწყოები:
ალუმინის ქაღალდი; წყალი; მინის ქილა; შპრიცი; ფუნჯი; ნაჭერი; გაზეთი; სოდა; საპონი; იატაკის საწმენდი ტილო პოლიეთილენის პარკი.
პირველ ეტაპზე, თერმომეტრის გატეხის შემდეგ, აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანეთ ოთახიდან ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები და გააღოთ ფანჯრები.
შემდეგ, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი, თუ არ გაქვთ გამოგადგებათ ბინტი, რომელიც საჭიროა დასველებული იყოს სოდიან ხსნარში, სოდის არ ქონის შემთხვევაში უბრალოდ წყალში დაასველეთ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე კი პოლიეთილენის პარკი ამოიცვით.
იმისათვის, რომ არსად დაგვრჩეს ისინი დაგჭირდებათ კარგი განათება, ასევე შეგროვება ჯობია დაიწყოთ შემოსასვლელიდან, ან კუთხეებიდან. გირჩევთ მათ შესაგროვბლად გამოიყენოთ ერთჯერადი შპრიცი, ასევე დაგჭირდებათ ალუმინის ქაღალდი ან თხელი ქაღალდი. თან ასევე გქონდეთ სველი გაზეთი, წყლით სანახევროდ სავსე მინის ქილა, ბამბა და ნაჭერი.
ალუმინის ქაღალდი ან ჩვეულებრივი ქაღალდი გამოიყენეთ როგორც აქანდაზი, ბურთულების მოგროვებისას, ისინი მინის ქილაში მოათავსეთ . უფრო პატარა ბურთულები, რომელთა აღება არ გამოგდით ფოლგის გამოყენებით, შპრიცით შეაგროვეთ. იმ შემთხვევაში თუ ბურთულები ნაპრალებში აღმოჩნდა, მათი ამოღება რთული იქნება, გირჩევთ შემდეგს: დაყარეთ ქვიშა, შემდეგ კი ფუნჯის გამოყენებით ამოწმინდეთ და მოათავსეთ ქაღალდზე.
მას შემდეგ, რაც მორჩებით შეგროვებას და დარწმუნდებით, რომ არაფერი დარჩა, ყველა ნივთი რასაც კი იყენებდით შესაგროვებლად, მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. ეს ჭურჭელი დადგით გრილ ადგილას, სითბოსგან მოშორებით. კვლავ დაუბრუნდით ოთახს სადაც გაგიტყდათ თერმომეტრი და იატაკი სველი გაწურული გაზეთით გაწმინდეთ. აიღეთ ტილო, დაასველეთ საპნიანი და სოდიანი წყლით, მოწმინდეთ კიდევ ერთხელ. ეს უკანასკნელი, ხელს უწყობს დარჩენილი ვერცხლის წყლის დაჟანგვას, ასევე მის აორთქლებას. მას შემდეგ, რაც მორჩებით ყველაფერს, დატოვეთ ფანჯრები ღია რამდენიმე საათის განმავლობაში, 3-4 საათი მაინც.
რა ვუყოთ დარჩენილ ნივთებს?
დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში აუხსენით რაც ხდება და იკითხეთ, სად არის მისატანი ნარჩენები. ასევე მიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც კი შეეხო ვერცხლისწყალი, ან იქვე იყო ახლოს, მაგ: ტილო, ტანსაცმელი, ზეწრები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და სხვა ნარჩენებთან ერთად წაიღეთ.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი. თბილი ჰაერი ხელს უწყობს მეტალის აორთქლებას. ის ასევე ავრცელებს მოხვედრილ ვერცხლისწყლის ორთქლს. ნუ გამოიყენებთ ასევე ცოცხს. ცოცხი როგორც კი შეეხება მას ის უფრო მცირე ბურთულებად დაიყოფა და გაფანტება.