პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მაგრამ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს, აქაც საჭიროა სპეციალისტების ჩარევა, - ასე ეხმაურება სატრანსპორტო კოლაფსს თბილისის ქუჩებში ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძე.
სპეციალისტი მოსახლეობას რჩევას აძლევს, თუ როგორ გავიმარტივოთ გადაადგილება თბილისის ქუჩებში.
„პატივი ვცეთ ერთმანეთს და მაქსიმალური მოთმინება გამოვიჩინოთ; ქვეითად მოსიარულეებს ვურჩევდი, წინასწარ ისარგებლონ სპეციალური აპლიკაციით, გათვალონ დრო და გადაწყვიტონ, აწყობთ თუ არა ესა თუ ის მარშრუტი. სახელმწიფოს წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მოქნილი გახადონ გზები და დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა შეწყვიტონ.“ - განაცხადა მელაძემ გადაცემაში „საქმე“.