ნივთები, რომელთა ხანგრძლივად ხმარება არ შეიძლება - როგორც არ უნდა მოგწონდეთ, უნდა გამოცვალოთ

ტაფა

 ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებთან  განშორებაც ზოგჯერ რთულია, თუმცა  ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებულ და ხარისხიან ნივთს აქვს მომსახურების ვადა, რის შემდეგაც ის გამოსაყენებლად უვარგისი ხდება და სინანულის გარეშე უნდა მოიშოროთ თავიდან. 

საბნები და ბალიშები, რაც არ უნდა კომფორტული იყოს, სამუდამოდ ვერ გაძლებს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ფუჭდება, გმასზე როვდება კანის, ოფლისა და მტვრის ნაწილაკები, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების, ასევე სხვადასხვა სახის ალერგენების გამრავლებისთვის. დროთა განმავლობაში მაღალი ხარისხის ბალიშები და საბნებიც კი ცვდება, იტკეპნებამ რაც ამცირებს კომფორტს, ეს კი თავის მხრივ იწვევს კისრის ან ზურგის  ძლიერ ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ ბალიშის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რიგი ფაქტორების მიხედვით, მნიშვნელოვანია შევსების ხარისხი, მფლობელის მოვლისა და დასუფთავების ჩვევები და გამოყენების სიხშირე. ზოგადად, ექსპერტების უმეტესობა გირჩევს ბალიშების გამოცვლას ყოველ წელიწადნახევარ-სამ წელიწადში ერთხელ. მაგრამ არსებობს გამონაკლისები თანამედროვე შემავსებლებისა და მასალების სახით, რომელთა მომსახურების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე მერყეობს.

ტაფა სამზარეულოს შეუცვლელი ჭურჭელია, რომელიც სათანადო გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდხანს ძლებს, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან საჭიროებს გამოცვლას. მაღალი ხარისხის ტაფები დამზადებული მასალებისგან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, თუჯი ან სპილენძი, სათანადო გაწმენდითა და მოვლის საშუალებით შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გამოგადგეთ. თუმცა, უკრავ ტაფებს ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, რადგან საფარი დროთა განმავლობაში ცვდება და ნაკლებად ეფექტური ხდება. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ უკრავი ტაფების გადახურება და არ გამოიყენოთ ლითონის კოვზები ან აბრაზიული სარეცხი საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ტაფის ზედაპირი. სიხშირე, რომლითაც თქვენ გჭირდებათ ტაფის გამოცვლა, დამოკიდებულია ტაფის ხარისხზე. როგორც წესი, ტაფის მომსახურების საშუალო ვადა ორიდან ხუთ წლამდეა, ხოლო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის - სამიდან შვიდამდე.

იგივე ეხება საბნების მომსახურების ხანგრძლივობას, ის ასევე განსხვავდება მასალის ხარისხის, მოვლისა და წმენდის წესების მიხედვით, ასევე გამოყენების სიხშირეზე. ზოგადად, სათანადო მოვლის შემთხვევაში, საბნების უმეტესობა რამდენიმე წელიწადს მოგემსახურებათ (ხუთიდან შვიდამდე). თუმცა, დროთა განმავლობაში, მასალა იწყებს ცვეთას, კარგავს თავის სირბილეს და იზოლაციას და ნაკლებად ეფექტური ხდება სითბოს შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საბნების მდგომარეობას და შეცვალოთ ისინი საჭიროებისამებრ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.

 ფარდების მომსახურების ვადა განსხვავდება მასალის ხარისხის, გამოყენების სიხშირისა და მოვლის დონის მიხედვით. როგორც წესი, მაღალი ხარისხის ფარდები, სათანადო მოვლის შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში გამოგადგებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც ცვდება. ეს გამოწვეულია მზის სხივების და ტენიანობის ზემოქმედებით. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფარდები, რომლებიც იატაკს ეხება, უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე ის, რომელიც არ ეხება იატაკს. 
გარდა ამისა, სამზარეულოს ფარდების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უფრო მოკლეა, ვიდრე სხვა ოთახებში გამოყენებული, მიზეზი ორთქლი, კვამლი და ცხიმია. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იწვევს ლაქებს და ქსოვილის დაზიანებას...ვრცლად