,,მათ შეუძლიათ დიდი დარტყმა მიაყენონ ადამიანს" - რის შესახებ აფრთხილებს პარაფსიქოლოგი საზოგადოებას

მარიამ ციმინტია

დაბნელების დერეფანი 20 აპრილს, მზის დაბნელებით დაიწყო და 5 მაისს, მთვარის დაბნელებით დასრულდება.

„პრაიმტაიმმა“ ამ თემაზე პარაფსიქოლოგი მარიამ ციმინტია ჩაწერა. მან დეტალურად აგვიხსნა, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ეს პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენოს.

„დაბნელების კორიდორს ვფიქრობ არასწორად აღვიქვამთ, ამ პერიოდის განმავლობაში მარტო ცუდი მოვლენები არ არის მოსალოდნელი, კარგი მოვლენებიც აუცილებელია. როდესაც მთავრდება დაბნელების კორიდორი, ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი.

რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად ადამიანისთვის რთულია, შეძლება თავი ასტკივდეს, ფიზიკურად ცუდად იყოს. გეტყვით, რომ ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი პერიოდია. შავი მაგიის მომხრე ადამიანები ამ პერიოდს ძალიან ხშირად იყენებენ სათავისოდ, ამ პერიოდში მათ შეუძლიათ დიდი დარტყმა მიაყენონ ადამიანს, მაგრამ ამავე დროს პირიქით შემიძლია გითხრათ, თუ კულტივაცია გვაქვს პოზიტიური ენერგიის ემოციის, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ. თუ გონებაში ჩამოაყალიბებთ გარკვეულ აზრს, მთელი გულით და სულით მოისურვებთ ამას და ქვეცნობიერში გაიმეორებთ როგორც აწმყო დროში  - მე ეს უკვე მაქვს, ამას უკვე ვფლობ, შესაძლებელია უფრო სწრაფად მივიზიდოთ ის დადებითი. მაგალითად., (მე უკვე მაქვს კარგი სამსახური და მე ბედნიერი ვარ. გამეორების დროს ეს ენერგია უნდა იგრძნოთ...) განაგრძეთ კითხვა