„შავი მაგიის მიმდევრები ამ პერიოდს იყენებენ...“ - მარიამ ციმინტიას გაფრთხილება

ციმინტია

დაბნელების დერეფანი 20 აპრილს მზის დაბნელებით დაიწყო და 5 მაისს მთვარის დაბნელებით დასრულდება.

დაბნელების დერეფანს, როგორც წესი, ძალიან ძლიერი ენერგიების გათავისუფლება, პლანეტების გავლენის გაძლიერება და დაძაბული ატმოსფერო ახასიათებს. ამ დროს ადამიანები დიდ სტრესსა და დაძაბულობას გრძნობენ. უჭირთ ერთმანეთის გაგება.

 

„პრაიმტაიმმა“ ამ თემაზე პარაფსიქოლოგი მარიამ ციმინტია ჩაწერა. მან დეტალურად აგვიხსნა, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ეს პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენოს. 

„მინდა ხალხი დავაწყნარო, დაბნელების კორიდორს ვფიქრობ არასწორად აღვიქვამთ, ამ პერიოდის განმავლობაში მარტო ცუდი მოვლენები არ არის მოსალოდნელი, კარგი მოვლენებიც აუცილებელია. როდესაც მთავრდება დაბნელების კორიდორი, ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი.

რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად ადამიანისთვის რთულია, შეძლება თავი ასტკივდეს, ფიზიკურად ცუდად იყოს. გეტყვით, რომ ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი პერიოდია. შავი მაგიის მომხრე ადამიანები ამ პერიოდს ძალიან ხშირად იყენებენ სათავისოდ, ამ პერიოდში მათ შეუძლიათ დიდი დარტყმა მიაყენონ ადამიანს, მაგრამ ამავე დროს პირიქით შემიძლია გითხრათ, თუ კულტივაცია გვაქვს პოზიტიური ენერგიის ემოციის, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ. თუ გონებაში ჩამოაყალიბებთ გარკვეულ აზრს, მთელი გულით და სულით მოისურვებთ ამას და ქვეცნობიერში გაიმეორებთ როგორც აწმყო დროში  - მე ეს უკვე მაქვს, ამას უკვე ვფლობ, შესაძლებელია უფრო სწრაფად მივიზიდოთ ის დადებითი. მაგალითად., (მე უკვე მაქვს კარგი სამსახური და მე ბედნიერი ვარ. გამეორების დროს ეს ენერგია უნდა იგრძნოთ...)

საქმეების დაწყება:

ამბობენ ამ პერიოდში საქმეების დაწყება აკრძალულიაო, მინდა გითხრათ, რომ მეტაფიზიკური კუთხით არსებობს ამ დღეების განმავლობაში კონკრეტული საათები, როდესაც  სასურველია მოვაწეროთ ხელი, თუნდაც გავთხოვდეთ, ბავშვი გავაჩინოთ ან დავიწყოთ ბიზნესი.

ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი არის გაღიზიანებული, რადგან ჩვენ ყველა მგრძნობიარეები ვართ და დედამიწის ვიბრაციები იცვლება. განსაკუთრებით ემოციური ადამიანები გრძნობენ ამას, რომელსაც სუსტი ფსიქიკა აქვს შესაძლოა აგრესიული იყოს, ხალხი არაადეკვატურიც ხდება. სასურველია მოვთოკოთ ჩვენი ემოციები - ეს პერიოდი ჩავატაროთ სიმშვიდეში, მაქსიმალურად შევეცადოთ ვიყოთ დადებით ტალღაზე, ვილოცოთ.

წინასწარმეტყველებით მინდა გითხრათ, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ვგრძნობ. პირიქით დადებითად იაზროვნეთ პირველი 5 დღე და ბოლო 5 დღე დაიწყეთ საქმე, გახსენით რამე, მიდით აუხსენით სიყვარული - თქვენ აუცილებლად დააგვირგვინებთ ამ საქმეს წარმატებით“,- ამბობს მარიამ ციმინტია.