შემზარავი ჩვენება, რომელიც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ბებიამ გამოძიებას მისცა

თელავი

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე 77 წლის ქალმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ის ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობა, ასევე, ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე მაშინ ძალადობდა, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„რასა შვებით, ეგ როგორ დაწერეთ. უფრო მოვკვდები და მეტი არაფერი არ იქნება. რომ დალევდა გაბრაზდებოდა მაწუხებდა. დღისით მიკეტავდა კარებს. გარეთ მინდოდა ხოლმე გამოსვლა და არ მიშვებდა...“, - ამბობს 77 წლის ქალი.

ცნობისთვის, გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტის მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 1 ივნისს არის ჩანიშნული.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.