საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1732551562
ძვირფასო მართლმადიდებლებო, შობის მარხვა იწყება. შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი 28 ნოემბერს იწყება, 7 იანვრამდე გრძელდება და ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმინდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ.
გარდა იმისა, რომ მარხვა სულისთვის საცხონებელი და სასარგებლოა, ასევეა ჩვენი ხორცისთვისაც. ის ისეთ პერიოდებშია, როცა ჩვენი ორგანიზმისთვის ცხოველური საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. მაგალითად, იმ დროს, როცა მარხვაა, ემთხვევა, რომ საქონელსა თუ ფრინველს გახდომის პერიოდი აქვს. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ხორცის მიღება მავნეა ჩვენთვის. ამრიგად, უფალს ეს ყოველივე ისე აქვს დალაგებული, როგორც ჩვენთვის არის სასარგებლო. მარხვის პერიოდში ჩვენს ორგანიზმს ცხოველური ცხიმებისგან განტვირთვა ესაჭიროება... ამგვარი განტვირთვა ხდება კვირაში ორჯერაც - ოთხშაბათსა და პარასკევს.
ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ექიმი ნუტრიციოლოგის, ჯაბა ტყემალაძის ძველი ინტერვიუს ამონარიდს.
ჯაბა ტყემალაძე: ის საკვები პროდუქტი, რომელიც ჩვენს მიწაზე არ არის მოყვანილი, ჩვენთვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ჩვენი ორგანიზმისათვის მიუღებელია! შემოტანილი პროდუქტი შხამავს ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით მარხვის პერიოდშიც. ამ შემთხვევაში, მარხვა არის არა საკურნებელი ხორცისა და სულისა, არამედ პირიქით. ბევრი ადამიანი ავადდება მარხვის დროს და იზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ალბათ, გინახავთ, რომ მარხვის შემდეგ ზოგიერთი საგრძნობლად იმატებს წონაში, რაც ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის მანიშნებელია.
ადამიანი, რომელიც არასეზონურ საკვებს მოიხმარს მარხვისას, ის არაცნობიერად უარყოფს მარხვას. მარხვა არის პური ჩვენი არსობისა, ძმარი და ზეთი. ამასთან ერთად სეზონური ხილი და ბოსტნეული. არასეზონური საკვების მიღება არის გამოხატულება იმისა, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს მარხვის არსს. პირის გემოს აყოლა, ნაირ-ნაირი კერძების მზადება, სამარხვო ნამცხვრები და შოკოლადები, არ არის საკურნებელი სულისა და ხორცისა.
მწვანე პომიდორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამკურნალო კვებაში, როგორც ვიტამინებისა და მინერალური მარილების წყაროს, რასაც ვერ ვიტყვით მწიფე პომიდორზე, თანაც შემოტანილზე. მოერიდეთ ტომატიან და კარტოფილით დამზადებულ წვნიანებს. ამ სეზონისათვის სასარგებლოა ხახვში მოშუშული სტაფილო მწვანილებით შეკაზმული, ოღონდ ქართული.
შემოტანილი პროდუქტებიდან საფრთხე ბევრნაირია. როგორც წესი, ასეთი პროდუქტები არის გენმოდიფიცირებული ან შხამქიმიკატებით გაძეძგილი და რადიაციული. ასეთი ბოსტნეულის მიღებისაგან მაქსიმალურად თავის შეკავებას გირჩევთ. განსაკუთრებით, უნდა ერიდოთ სომხეთიდან შემოტანილ ბოსტნეულს. ძირითადად, საექსპორტო პროდუქტები ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეში მოჰყავთ, რადგან რადიაცია ზომაში ზრდის პროდუქტებს.
სოკოს მიღებას იქამდე არ გირჩევთ, სანამ ჩვენს ტყეებში არ მოვა. მოგეხსენებათ, ყოველივე ხელოვნური იწვევს არაბუნებრივ დაავადებებს. სათბურებში მოყვანილისაგან განსხვავებით, ტყეში მოსული სოკო სასარგებლოა.
გაზაფხულის მარხვა ცნობილია მხალეულობით. სხვათა შორის, უზეთოდაც გემრიელად კეთდება ფხალი. იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ეძებონ სამარხვო ტორტები, შოკოლადები და გაიმზადონ სამარხვო კატლეტები, უმჯობესი იქნება გაიხსენონ მამაპაპისეული რეცეპტები. არანაირი შემოტანილი კიტრი და პამიდორი, არანაირი ბადრიჯანი.
ადამიანის ორგანიზმი არის ცოცხალი სისტემა. ის მზად არის მიიღოს და გადაამუშაოს ბუნებრივი წარმომავლობის საკვები და სწორედ იმ ტემპერატურული რეჟიმის შესაფერისი, რომელიც იმ ეტაპზე გარემოშია. სოკოს ამოსვლისთვის საჭირო ამინდში, ორგანიზმი მზადაა სოკოს მისაღებად. შესაბამისად, შხამად ერგება ორგანიზმს ხელოვნურად, უცხო მიწაზე მოყვანილი საკვები, რომელსაც მხოლოდ მუცლის ამოყორვის ფუნქცია აქვს.
ქართველი კაცის ორგანიზმი ყოველთვის მზად არის მიიღოს პურის ხორბლის ნებისმიერი კერძი. ყოველთვის მზად არის მიიღოს წყალი, წყალ-ღვინო. ეს სეზონგარეშეა. ხორცის მიღება სეზონურია. თუკი ფრინველ-პირუტყვი არ არის მოსუქებული და გამოცოცხლებული, მისი ხორცის მიღება არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. საქონლის მობუზვის და გახდომის პერიოდები, როგორც წესი, ემთხვევა მარხვის პერიოდს. ამ ეტაპზე ხორცის მიღებას საჭიროების გარეშე არავის ვურჩევ. მით უმეტეს ჩვენ სიტუაციაში, როდესაც საქონლის დაკვლა არ ხდება წესების დაცვით, ანუ არ ხდება ხორცის დაწრეტვა სისხლისაგან ბოლომდე. მკვდარი სისხლი ყველაზე საშინელი შხამია ორგანიზმისათვის. როდესაც ადამიანი ინტენსიურად იღებს მკვდარ სისხლს, მისი ორგანიზმი მუდმივად სიკვდილის სტრესს განიცდის. ამიტომ ამ პერიოდში, თუკი ვინმე ავადაა და მაინც უწევს ხორცის მიღება, ვურჩევ, წყალი ორ-სამჯერ მაინც გამოუცვალოს ხორცს.
ვინც მარხვაზე არაა მიზეზთა გამო, ამ პერიოდში ვურჩევ მიიღოს მხოლოდ კარგად მოხარშული კვერცხი, მარილწყალში გამოყვანილი ყველი და კარაქი.
მარხვის პერიოდში, განსაკუთრებით იმ დღეები, როცა უზეთო მარხვაა, ადამიანმა აუცილებლად უნდა შეჭამოს ერთი-ორი ლებანი ნიგოზი. გაღვივებული ხორბალი და ნიგოზი განსაკუთრებით აქტუალურია ამ პერიოდში. ეს პროდუქტი ყველა სიკეთესთან ერთად ნაწლავების გამწმენდ უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს.
ზოგადად მარხვის დროს საკმაოდ ბევრ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს იღებენ ადამიანები, მერე ეს საკვები ლპება ნაწლავებში და ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია ნაწლავებს გაღვივებული ხორბლის კერძების მიღებით მიეხმაროთ.