„ზურაბ ჭელიძე იყო ბრწყინვალე და სათნო ადამიანი, ამასთანავე, მაღალი რანგის პროფესიონალი“ - დავით ზილფიმიანი

ზურაბ ჭელიძე

დეპუტატი დავით ზილფიმიანი ზურაბ ჭელიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ფიზიკოსის, მეცნიერის და ჩემი მეგობრის ზურაბ ჭელიძის გარდაცვალების გამო.

მე და ზურას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთად შევქმენით პირველი კერძო რადიო და ტელემაუწყებლობა საქართველოში - „პირველი სტერეოს“ და „პირველი რადიოს“ სახელწოდებით.
ზურამ ასევე, უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დიჯიტალიზაციის პროცესში.

ის იყო ბრწყინვალე და სათნო ადამიანი, ამასთანავე, მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც განსაკუთრებულად დააკლდება ქვეყანას, ოჯახს და მეგობრებს“, - წერს დავით ზილფიმიანი.